ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება
"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება , - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატს გამარჯვება მიულოცა. ამით ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა ამომრჩევლის მიმართ და გადავდგით ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების ცივილიზებული სტანდარტის შესაბამისია. სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ, პირველივე საჯარო განცხადებაში, არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, ხოლო პრემიერმა ივანიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა და დაბალი პოლიტიკური კულტურა დასწამა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ პატივისცემას უკლებლივ ყველა ამომრჩევლის მიმართ, პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მაგრამ იმ პირობებში, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა არა გაერთიანების, არამედ კონფრონტაციის სურვილითაა შეპყრობილი, როცა უკანონო პატიმრობაში რჩებიან ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო ათასობით მხარდამჭერი დაკითხვებისა და პოლიტიკური დევნის წნეხის ქვეშ არის, ინაგურაციის საზეიმო ღონისძიებაზე დაწრება შეუძლებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.


http://www.interpressnews.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30