ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნათელაშვილი: სასამართლოზე ხელები შეკრული გვქონდა, მაგრამ სულს ვერ შეგვიკრავენ
საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი არ დააკმაყოფილა . პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ხმების თავიდან გადათვლას ითხოვდა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ საქმეზე გადაწყვეტილება ისე გამოიტანა, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არც განუხილავს. "ლეიბორისტების" ლიდერის თქმით, მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს შორის იყო გაყალბებული ოქმებიც.

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, არცერთ ფაშისტურ სახელმწიფოში ასეთი უსამართლო სასამართლო ჯერ არ ჩატარებულა.

"სასამართლომ არ განიხილა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ მოიწვია და არ დაკითხა დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი პრემიერი ივანიშვილი, არ მოგვეცა საშუალება დარბაზში მოგვეწვია პრესა და ტელევიზია. ეს იყო სპეციალური რეჟიმის დაწესებულებაში გამართული სხდომა, სადაც გვიტევდნენ ცალმხრივად და ჩვენ გვქონდა ხელები შეკრული. მაგრამ, ჩვენ სულს ვერ შეგვიკრავენ", - განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დიდი დანაშაულია და ადრე თუ გვიან გამოიწვევს იმას, რომ მისი ავტორები საბრალდებო სკამზე აღმოჩნდებიან.

"როგორც ჩანს, მოსამართლეს ძალიან ენატრება საბრალდებო სკამზე გადაჯდომა მოსამართლის სკამიდან. მათ ჰქონდათ უკანონო არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ თურმე საარჩევნო კომისიებში ყველაფერი კარგად არის. თურმე არ მომხარა არანაირი გაყალბება, თურმე ეს ოქმები, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ, საიდანღაც, მარსიდან ჩამოფრინდა. ამ მოსამართლეს, ეტყობა, აქვს რკინის გული და ასპროცენტიანი გარანტიები, რომ ხელს არავინ შეახებს", - აღნიშნა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტების" ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. მისი თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოიფლდება, საქმეს ევროპულ და საერთაშორისო სასამართლოებში გადაიტანს.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ ბოროტებაზე, რაც დღეს აქ მოხდა და რაც ხდება, აუცილებლად გაიმარჯვებს და წინ ამათი განაჩენი გველოდება", - განაცხადა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტულმა პარტიამ" სარჩელი საქალაქო სასამართლოში გუშინ შეიტანა.


http://news.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31