ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ფიქრია ჩიხრაძე - ცოტა ცინიკურად იყო მოწოდებული, რომ ინაუგურაციაზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იქნება მიწვეული
გიორგი მარგველაშვილი საკუთარი ნებით აცხადებს, რომ ის იქნება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტი , - ამის შესახებ დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, მან აღნინშა, რომ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიწვევასთან დაკავშირებით.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, ინაუგურაცია პოლიტიკური მნიშვნელობის აქტია ქვეყანაში და ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტს აქვს ფუნქცია იყოს სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების არბიტრი და გამაერთიანებელი.

"დემონსტრაციულად და ცოტა ცინიკურად იყო მოწოდებული ეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იქნება მიწვეული ინაუგურაციაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი ორპარტიული ცხოვრების რეჟიმს გვთავაზობენ. ამ თვალსაზრისით კოჰაბიტაცია გრძელდება. სააკაშვილი თანამდებობრივად, რომ მთავრდებოდა, ამას თუ გულისხმობდნენ კოჰაბიტაშია, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. გვთავაზობენ ორპარტიული მუშაობის რეჟიმს და ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ყოველთვის ეს პრობლემა იყო პოლიტიკურ საზღვრებს ვერც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი ვერ ცდებოდა, რადგან მუშაობდა თანამდებობაზე საკუთარი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. 

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31