"სამწუხაროდ, ბიუჯეტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფეშენებელური ინაუგურაციები მოვაწყოთ"
მომავალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს ფული ქართველ ხალხს სჭირდება .



"ვფიქრობ, რომ რამდენიმე ჩვენი პირველივე პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთ ჭრილში უნდა გავიაზროთ. ეს არის რეზიდენციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ეს არის ინაუგურაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვზეიმობთ არა მხოლოდ დღესასწაულებით, არამედ ჩვენ ვზეიმობთ ყოველდღე, როდესაც კარგ, სწორ და ჯანსაღ ქვეყანას ვაშენებთ, მაგრამ ხარჯები უნდა იყოს იმის შესაბამისი, რაც არის საქართველოს ბიუჯეტი. სამწუხაროდ, საქართველოს ბიუჯეტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო მოხელეებმა ფეშენებელურ სასახლეებში ვიცხოვროთ და ფეშენებელური ინაუგურაციები მოვაწყოთ. ეს ფული სჭირდება ქართველ ხალხს და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, ბევრი გაჭირვებულია, ვისაც ეს ფული სჭირდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

http://pirweli.com.ge
ბეჭდვა