ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიორგი მარგველაშვილმა ინაუგურაციაზე წარმოსათქმელი სიტყვის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა
როგორც მომავალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მიმართვაში სერიოზული დატვირთვა აქვს საგარეო პოლიტიკას, ასევე, ის ეხება საშინაო პოლიტიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის თემებსაც .



"რაც შეეხება მიმართვას, ბუნებრივია, ეს იქნება მადლიერება, იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩატარდა არჩევნები, როგორ დაგვიდგა გვერდით ჩვენ ქართველი ხალხი. ასევე, იქნება საუბარი სამომავლო გეგმებზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.



კითხვაზე, უფრო კონკრეტულად, რა საკითხებს შეეხება ინაუგურაციაზე პრეზიდენტის მიმართვა, მარგველაშვილის თქმით, სიტყვა უკვე დაწერილია.



"სიტყვა უკვე დაწერილია, მაგრამ მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სიტყვა ახლა წარმოვთქვა. საგარეო პოლიტიკის მხრივ, სიტყვას სერიოზული დატვირთვა აქვს და ის ეხება საშინაო პოლიტიკის და დემოკრატიის კონსოლიდაციის თემებსაც", - განაცხადა მარველაშვილმა.



რაც შეეხება სხვა საორგანიზაციო საკითხებს, მომავალი პრეზიდენტის თქმით, ამაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს და დეტალურ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იძლევა.


http://pirweli.com.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31