ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
არჩევნების შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან შესული წერილების რაოდენობა გაიზარდა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად , 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 ნოემბრის პერიოდში, სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან 295 წერილია შემოსული, მასზე თანდართული საჩივრებითა და განცხადებებით.

აღნიშნული სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2010 წელს სასჯელაღსრულების სამინისტროში სახალხო დამცველი აპარატიდან 70 წერილი შევიდა, 2011 წელს - 65, 2012 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით - 96, ხოლო ახალი ხელისუფლების პირობებში, კერძოდ, 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 ნომბერის პერიოდში კი - 295.

2010 წელს სასჯელაღსრულების სამინისტროში შესული 70 წერილიდან, 33 სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობის მიერაა გაგზავნილი, 35 - პრევენციიისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 1 - მართლმსაჯულების დეპარტამენტის მიერ, ასევე 1 წერილი სამინისტროში მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტიდანაა გაგზავნილი.

ასვეე სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს, 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 ნომბერის პერიოდში და ასევე ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც სასჯელაღსრულების სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან შესული წერილების ყველაზე დიდი ოდენობა სწორედ პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტზე მოდის. კერძოდ, 2011 წელს სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან შესული 65 წერილიდან 49 პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერაა გაგზავნილი. 2012 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის პერიოდში კი სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტიდან სასჯელაღსრულების სამინისტროში 80 წერილია შესული, ხოლო 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, სამინისტროში სახალხო დამცველის აპარატიდან შესული 295 წერილიდან 250 ასევე პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერაა გაგზავნილი.

2012 წლის 1 ნომბრიდან 2013 წლის 1 ნომბერის პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატიდან სასჯელაღსრულების სამინისტროში შესული 295 წერილიდან, 76 - პატიმრების მკურნალობას, 91 - მათი უფლებების დარღვევას, 8 - მსჯავრდებულებზე განხორციელებულ ზეწოლას, 5 - პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, 2 - მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განხორციელებულ შუამდგომლობას საპატიმრო სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ, 38 – პატიმრის პირობით ვადამდე გათავისუფლებას, 1 - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას, 5 - დაწესებულების შეცვლას, 11 – მსჯავრდებულის შიმშილობას, 5 პატიმრის მიერ სამინისტროს თანამშრომელთან შეხვედრის მოთხოვნას, 4 – სამინისტროს სისტემიდან თანამშრომლის გათავისუფლების კანონიერებას, 35 - ინფორმაციის გამოთხოვას და ასევე სხვა საკითხებს ეხებოდა.


http://pirweli.com.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31