ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე 2-3 ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, უკვე გადაწყვეტილია, რომ ინაუგურაციას მოლდოვას პრეზიდენტი დაესწრება და ასევე, განიხილება ლიტვის პრეზიდენტის ჩამოსვლის საკითხიც.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი სტუმრების რაოდენობა და ასევე ის, თუ ვინ დაესწრება მარგველაშვილის ინაუგურაციას აშშ-დან.

რაც შეეხება რუსეთს, ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და რადგან მასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, შესაბამისად, რუსეთში არც მოსაწვევი გაგზავნილა.

"30-მდე დელეგაციიდან მეტნაკლებად დაზუსტებული პასუხი გვაქვს. ველით 2-3 ქვეყნის პრეზიდენტს, ზოგ ქვეყნიდან პარლამენტის თავმჯდომარეს, ზოგ ქვეყნიდან საგარეო საქმეთა მინისტრებს, ზოგ ქვეყნიდან ეკონომიკური გუნდის მინისტერებს, ზოგ ქვეყნიდან კი, ორი მინისტრი ჩამოვა. შერჩევა მოხდა იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანას რომელი სფერო აინტერესებს, მაგალითად, ეკონომიკური გუნდის მინისტრი ჩამოვა თურქეთიდან, ორი მინისტრი სომხეთიდან, რუმინეთიდან პარლამენტის თავმჯდომარე, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰოლანდიიდან სახელმწიფო მინისტრი, მოლდოვას პრეზიდენტი და ა.შ. სავარაუდოდ, ხვალ გვეცოდინება სტუმრების რაოდენობა და ხვალ გვეცოდინება ვინ დაესრწება ინაუგურაციას აშშ-დან. ვიცით, რომ იქნება მაღალი დონის სტუმარი, თუმცა ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ასევე, განიხილება ლიტვის პრეზიდენტის ჩამოსვილის საკითხი, ინაუგურაციას ეუთო-ს გენერალური მდივანი დაესწრება, ისრაელიდან ჩამოდის პარლამენტის სპიკერი", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ნათია რუხაძე/საინფორმაციო სააგენტო პირველი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31