ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
არასამთავრობოები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ
არასამთავრობოები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ
ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ხვალ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პრესკონფერენციაზე განიხილება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიაგაშუქების ძირითადი ტენდენციები, რომელიც უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდს ეხება.

საპრეზიდენტო კანდიდატების მიუკერძოებელი, დაბალანსებული და ანალიტიკური გაშუქების საკითხებზე CRRC საქართველოს, "ინტერნიუს-საქართველოს", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

მედია მონიტორინგი 2013 წლის მაისიდან ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი აკვირდება საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას 40-მდე მედიასაშუალებაში, მათ შორის ტელევიზიებში, რადიოებში, გაზეთებსა და ინტერნეტგამოცემებში.

მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშები, ანალიტიკური დასკვნები და რეკომენდაციები 2013 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება.

ინტერპრესნიუსი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31