ჩინეთის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
სი ძინპინი წერილში ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობებზე საუბრობს.

"მსურს, გამოვხატო ჩემი გულითადი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევის გამო. ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ, 21 წლის განმავლობაში ჯანსაღი და მყარი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა განვითარდა. ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა არსებობს, პრაგმატული თანამშრომლობის ფარგლებში ნაყოფიერი მიღწევები გვაქვს, უფრო და უფრო აქტიურად ვართ ჩართული ჰუმანიტარულ კომუნიკაციაში და კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში. ჩინელ და ქართველ ხალხს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში არსებულმა მიღწევებმა რეალური სარგებელი მოუტანა. ვადასტურებთ რა ჩინეთასა და საქართველოს შორის ურთიერთობების უდიდეს მნიშვნელობას, მსურს, ვითანამშრომლოთ და საერთო ძალისხმევით განვაგრძოთ ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას და ხალხს ბედნიერებას. წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ", - ნათქვამია მილოცვის წერილში.


ბეჭდვა