თვითმმართველობის რეფორმის უპირველესი ამოცანაა ადგილებზე ჩავიტანოთ ძირითადი ადგილობრივი პრობლემების გადწყვეტა
- ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მელაშვილმა განუცხადა. მელაშვილის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული ცვლილებები საზოგადოების და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას თვისობრივად შეცვლის.
"ადგილობრივ მოსახლეობას თავად უნდა ჰქონდეს მექანიზმი გადაწყვიტოს მის სოფელში რა არის გასაკეთებელი. დღეს ყველაფერი ხდება ცენტრში. სოფელში წყალი რომ არის გასაკეთებელი, გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალური ხელისუფლება. ადგილობრივი მოსახლეობა აბსოლუტურად ჩამოშორებულია იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც უშუალოდ მას ეხება. ცენტრალიზებული სისტემიდან უნდა გადავიდეთ იმაზე, რომ მოქალაქეებს ვენდოთ და მათ მივაღებინოთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა",-აცხადებს მელაშვილი.
ამასთან, ირაკლი მელაშვილის ინფორმაციით, გუბერნატორი რჩება დანიშვნით თანამდებობად, თუმცა ის პასუხისმგებელი იქნება კოლეგიალური ორგანოს წინაშე, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები.
"აქამდე იყო სიტუაცია, რომ გუბერნატორი იყო აბსოლუტურად უკონტროლო. ის პასუხისმგებელი იყო მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. კოდექსის პროექტის მიხედვით, იმ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც იქნება გუბერნატორი, საკრებულოები აირჩევენ რამდენიმე წარმომადგენელს, შექმნიან ასამბლეას. გუბერნატორს მოუწევს მათთან კონსულტაციების გავლა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადგილობრივი პროგრამების განხორციელება, რა არის გასაკეთებელი რეგიონში, ცენტრალური ხელისუფლებისგან წამოსული ფული რაში უნდა დაიხარჯოს და ა.შ ",-განაცხადა მელაშვილმა.
თვითმმართველობის კოდექსი მთავრობამ 30 ოქტომბერს დაამტკიცა. კოდექსის თანახმად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული 5 თვითმმართველი ქალაქისა ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 000-ზე მეტია. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან კი ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. აღნიშნული ცვლილებები დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელებმა ექსპერტებსა და თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
ინტერპრესნიუსი
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები