ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საპრეზიდენტო არჩევნებში 458-მა მსჯავრდებულმა მიიღო მონაწილეობა
როგორც სააგენტო "პირWელის" პრესკლუბში სტუმრობისას სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა , ხმის მიცემის უფლებით 1575 მსჯავრდებული სარგებლობდა, თუმცა სულ 458-მა პატიმარმა, ანუ მესამედმა მიიღო მონაწილეობა.



"დაახლოებით, 1700-მდე ხმის უფლების მქონე პატიმარი იყო, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 198-მა გამოთქვა. ბევრი იყო ისეთი პატიმერი, რომელთაც პირადობის მოწმობა არ ჰქონდათ. 100-ზე მეტს მსჯავრდებულს დავუმზადეთ პირადობის მოწმობა და ისინი იყვნენ შეყვანილები სიაში და მართლაც, ბოლო დღეს გაცილებით მეტმა პატიმარმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, ვიდრე მანამდე გამოთქვამდნენ სურვილს. ხმის მიცემის უფლებით 1575 მსჯავრდებული სარგებლობდა, თუმცა სულ 458-მა ადამიანმა, ანუ მესამედმა მიიღო მონაწილეობა. მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო დაახლოებით, 1196-მა თანამშრომელმა, დანარჩენმა 3000-მდე თანამშრომელმა ხმა საკუთარ სახლთან მისცა, არ გამოგვიცხადებია ყარაზმული მდგომარეობა, როგორც ტრადიციულად ცხადებოდა ხოლმე", - განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ "წინა არჩევნებზე მხოლოდ ორ მსჯავრდებულს მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, იქედან ერთ ხმა გაბათილდა და ერთი – ჩაითვალა".

http://www.pirweli.com.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« მარტი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31