რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკის ელჩმა დღეს განაცხადა, ამერიკის საელჩო ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისა და ქვეყნის დემოკრატიისთვის კიდევ ერთი ისტორიული დღე იყო.
"ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ მისწრაფების პოზიტიური მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. საელჩო ასევე მხარს უჭერს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად გამოხატა საკუთარი ნება საარჩვენო ყუთთან და შესაბამისად, ეს არჩევანი ზუსტად აისახა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დაასრულოს და განიხილოს ნებისმიერი საჩივარი გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის სრული დაცვით.
"ვუერთდებით საქართველოს ყველა მოქალაქეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნების აღნიშვნაში საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის. ახლა, როცა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის, დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
მისივე თქმით, საელჩო ითანამშრომლებს ახალ პრეზიდენტთან, ასევე მთავრობასთან და პარლამენტთან საქართველო-ამერიკის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო ნათელი მომავლის შექმნის ხელშესაწყობად.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები