საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 21%, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო, მისთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"მეც კი არ ველოდი ამას ძალიან უარეს შემთხვევაშიც კი, რომ მსგავსი მოხდებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, კარგად გამოჩნდა, რომ ქართველ ხალხს აკლია პოლიტიკური კულტურა. "ეს ჩემი გადმოსახედიდანაა და არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახლა ჰყავს განსახვავებული, ევროპული ტიპის ხელისუფლება, მიუხედავად ამისა, "ნახეთ რა მოხდა?"
"არ მოვიდა ჩვენი ამომრჩეველი, რასაც განვიცდიდი და ვგრძობდი. შემთხვევითიც არ იყო ჩემი რეაქცია მეორე ტურთან დაკავშირებით", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას უნდა ეს მიდგომა შეიცვალოს და მეტი პასუხისმგებლობის განცდა ჰქონდეს მოსახლეობას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვისაც შეხვდა, "გაოგნებულია ხალხი", რომ 21%-ზე მეტი მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ".
"ის რაც ხდებოდა 1 წლის წინ, ხალხმა ასე მარტივად მიივიწყა, ან ვერ გაიგო, ან არ გაიგო, ან რაღაც თამაშებში ჩაერთო და პირადი ინტერესებიც ნახა. არ ეყო ჩემი თხოვნა, შემოძახილი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ სასწაული მოხდა. შეიძლება კარგიც იყოს, რომ კარგად დავინახოთ და გავაცნობიეროთ ყველაფერი", - განაცხადა ივანიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატიც და მხარდამჭერებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და მათაც უნდა სცემდნენ პატივს. "მაგრამ, გაუგებარი მხარდაჭერა ახალისებს გაუგებრობაში ყოფნას",- აღნიშნა ივანიშვილმა.
http://www.interpressnews.ge/
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები