ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საერთაშორისო დამკვირვებლები - საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო მწიფდება
საერთაშორისო დამკვირვებლები - საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო მწიფდება
დადებით და გამჭირვალე არჩევნებში ქართველმა ხალხმა დაადასტურა გასული წლის უნიკალური გამოცდილება, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას გულისხმობს. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო დამკირვებლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე გაკეთებულ წინასწარ განცხადებაში, რომელიც მედიას დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გააცნეს.

როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური კოჰაბიტაცია ამით დასრულდა, რაც უნიკალური და განსაკუთრებული იყო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მასშტაბით.

"ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო მწიფდება. არჩევნების გამართვა მოხდა ეფექტურად, მშვიდობიან, კონსტრუქციულ გარემოში და შეუზღუდავად იქნა დაცული გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს შეეძლოთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა შეზღუდვის გარეშე. საარჩევნო კამპანიის გარემო იყო განსაკუთრებული დარღვევების გარეშე და მედია იყო ნაკლებად პოლარიზებული ამ არჩევნების განმავლობაში. კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს შეეძლოთ თავისი არჩევანი ღიად დაეფიქსირებინათ.

კამპანიის გარემო განხილული იქნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პრიზმაში და უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაკლებად პოლარიზებული გარემო იყო. თუმცა, მასზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა გარკვეულმა საჩივრებმა პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, რაც მოიცავს ზეწოლას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიმართ ადგილობრივი თვითთმართველობის დაწესებულებებში. მაგრამ, დადებითი მხრით უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენება მთავარი საკითხი არ გამხდარა,"-ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« მარტი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31