ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თამარ ჟვანია - არჩევნები ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ და თანაბარ პირობებში
თამარ ჟვანია - არჩევნები ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ და თანაბარ პირობებში
არჩევნები შედგა, ქართველმა ამომრჩეველმა შეძლო გამოეხატა თავისი ნება და ეს ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ და თანაბარ პირობებში, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საარჩევნო პროცესების მიმდინარეობა მედიასთან დღეს პირველად შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებისა და ექსცესების გარეშე ჩატარდა.

"ეს იყო ქართველი ხალხის კიდევ ერთი დიდი წარმატება. ამომრჩევლებმა შეძლეს სკუთარი ნება თავისუფლად გამოეხატათ საარჩევნო უბნებზე და დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ეს ჩატარდა მშვიდ გარემოში, არ იყო სერიოზული დარღვევები და ექსცესები, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული პრობლემა შეიძლება მოეტანა. საარჩევნო ადმინისტრაციამ იმუშავა ძალიან ოპერატიულად და ჩვენ ამ არჩევნებზე პირველად შევძელით, რომ პირველი წინასწარი შედეგები გამოგვეცხადებინა 24:00 საათისთვის. ახლა მიმდინარეობს ძალიან სწრაფ რეჟიმში ოქმების მიღება, დამუშავება და გამოქვეყნება. არჩევნები შედგა. ქართველმა ხალხმა გამოხატა თავის ნება. თუმცა საბოლოო შედეგებზე საუბარი ნაადრევია, ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას ყველა იმ პრეტენზიას, რომელიც გამოიხატა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარის მიერ. საარჩევნო ადმინისტრაცია სიფრთხილით და ადეკვატურად, კანონის შესაბამისად გააკეთებს რეაგირებას ყველა იმ პრეტენზიაზე, რომელსაც აქვს არგუმენტირებული დასაბუთება და იქნება კანონიერი. ჩვენ 19 დღე გვაქვს, რომ შევაჯამოთ არჩევნების შედეგები და თუ არ იქნება რამე მნიშვნელოვანი პრეტენზიები და სასამართლო დავები, უფრო მალეც შეგვეძლება ოფიციალური შედეგების გამოცხადება", - განაცხადა ჟვანიამ.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« მარტი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31