არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კითხვამ რელევანტურობა დაკარგა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების განწყობა იზომება გარკვეული მუხტით, რაც ადვილად იგრძნობა. "პატივს ვცემ ყველა პოლიტიკოსისა და მოქალაქის სურვილებს, მოლოდინებსა და განწყობებს. არჩევნები იმით არის საინტერესო, რომ ადამიანები ამ პროცესში მთელი სულით, გულითა და ვნებებით ერთვებიან. ესმის კანდიდატების განწყობა, რომ ყველას გამარჯვება უნდა, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ამომრჩეველს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონკრეტული პრეტენზიების მოსაგვარებლად არსებობს როგორც ტრადიციული, ისე არაფორმალური მეთოდებიც. "ქალბატონ ნინოს ჩემთან ბოლო 2-3 საათის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი. მან ერთ კონკრეტულ პრობლემაზე მიმანიშნა და მე მას დავპირდი, რომ გადავამოწმებ და თუ ეს მართლაც ასე ხდება, არ მოხდება. რასაც ქალბატონი ნინო ბრძანებს, ეს არასწორია", - განაცხადა უსუფაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა თემა, რომელზეც ნინო ბურჯანაძეს პრეტენზია აქვს.
მისი თქმით, ნინო ბურჯანაძესთან პრივილეგირებული ურთიერთობები არ აქვს და პრობლემებზე საუბარი ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია. "მაგალითად იყო თემა, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა რამდენიმე ადგილზე, მინისტრი მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებდა სიტუაციას და დამატებითი ზომები იყო მიღებული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. თუ არჩევნების დღეს სადმე შუქი ჩაქრება, ეს ბუნებრივია, ბადებს კითხვას. თუმცა, ბოლოს სულ სხვა თემაზე იყო საუბარი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები