საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ნაწილში ხმის მიცემა ისევ გრძელდება
საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ნაწილში ხმის მიცემა ისევ გრძელდება. როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა , ევროპის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნები თბილისის დროით 22:00 საათზე დაიხურება.

ყველაზე დიდხანს კი კენჭისყრა აშშ-ში გაგრძელდება. მაია ფანჯიკიძის განმარტებით, საარჩევნოი პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ექსცესების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვს. "ძალიან მახარებს ეგზიტპოლის შედეგები. ვფიქრობ, შეგვიძლია გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მივულოცოთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ბეჭდვა