ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მაია ფანჯიკიძე ერთ საათში დიდი გამარჯვების ზეიმს ელოდება
კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მისულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საარჩევნო დღის მიმდინარეობა შეაფასა.

"ერთ საათში დიდი გამარჯვების ზეიმს ველოდები. მთელი დღე ძალიან წყნარად ჩატარდა. ყოველშემთხვევაში, რაც ტელევიზორიდან ისმის, მხოლოდ უმნიშვნელო ტექნიკურ დარღვევებზეა საუბარი. ეს რასაკვირველია, ძალიან კარგია. ისეთი საარჩევნო დღე იყო ჯერჯერობით, რომ დარწმუნებული ვარ, ბოლო ერთი საათიც ისეთი იქნება, როგორიც საერთოდ წინასაარჩევნო კამპანია. კამპანია ისე მშვიდად და წყანარად მიმდინარეობდა, რომ ხანდახან მოსახლეობას ავიწყდებოდა, რომ არჩევნები იყო. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ძალიან მალე, ზუსტად ერთ საათში საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები იკრიბებიან. ისინი გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებას სწორედ აქ დაელოდებიან.


http://pirweli.com.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31