ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"იმ უბნებზე, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებასთან" შედარებით უპირატესობა აქვს, საგანგაშო მდგომარეობაა"
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საგანგაშოა იმ უბნებზე მდგომარეობა, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებასთან" შედარებით უპირატესობა აქვს.

"საგანგაშოა იმ უბნებზე მდომარეობა, სადაც სავარაუდოდ, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს. ასეთია ზესტაფონში მე-9 საარჩევნო უბანი, სადაც ადამიანი შევარდა და დაამტვრია ხმისმიცემის ყუთი. შეინიშნება ხალხის მობილიზაცია, ისეთ უბნებთან, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას" უპირატესობა აქვს “ქართული ოცნების” კანდიდატთან მიმართებაში. მინდა, ვთხოვო, ყველა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ყურადღება გაამახვილონ. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ახლა იწყება, რომ ის ნორმალური ვითარება, რაც შევძელით, რომ შეგვექმნა არჩევნების დღის განმავლობაში, ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობის დაბალი აქტივობის გამო "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. კარუსელების ორგანიზება დაიწყო.

"ცალსახაა, რომ დღევანდელ არჩევნებზე აქტივობა დაბალია. არჩევნებზე დაბალი აქტივობის გამო "ქართული ოცნების" შტაბების მხრიდან ე.წ. კარუსელის ორგანიზება დაიწყო. ამის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა დღის განმავლობაში, მაგალითად, ვაკის 36-ე უბანზე, კრწანისსში, ასევე გლდანში. ქუთაისში "კარუსელის" ორგანიზება მასიურად დაიწყო, 9 უბანზე უკვე 17 საჩივარია დაწერილი. მოვუწოდებ "ქართული ოცნებას", მათი აქტივისტები გააფრთხილონ, რომ ნუ ჩაიდენენ უკანონობას, ნუ შეეცდებიან უბნების ჩაშლას და პრობლემების შექმნას", – განაცხადა ვაშაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31