ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
დავით საგანელიძე დღის ბოლოს არჩევნებზე აქტივობის ზრდას ვარაუდობს
გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დღის ბოლოს არჩევნებზე აქტივობის ზრდას ვარაუდობს. როგორც საგანელიძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო ინფორმაციით, უბნებზე ხალხის რაოდენობამ იმატა.
"სხვათაშორის, სამ საათზე ვთქვი, რომ დილით არის აქტივობა საქართველოში და საღამოს. ალბათ, ქართველი კაცის ბუნებაა, რომ ან დილით გვინდა საქმე მოვილიოთ ან საღამოს. ეს რამდენიმე საათი აქტივობის მხრივ იყო შედარებით ინერტული, ახლა როგორც გვაქვს ინფორმაცია უბნებიდან, მოიმატა ისევ ხალხის ოდენობამ და ისევ რიგები დგას", - განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო დღეს აირჩევს ღირსეულ პრესიდენტს და საზოგადოებას სანერვიულო არაფერი აქვს.
"მინდა ყველა დავამშვიდო, რომ სანერვიულო არაფერი ქონდეს. საქართველო აირჩევს ძალიან ღირსეულ პრეზიდენტს და ქვეყნის მომავალი ნამდვილად დიდად იქნება დამოკიდებული საზოგადოების დღევანდელ გადაწყვეტილებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მოწყენილობაა ზოგიერთისთვის, ვინც სკანდალებს და დაძაბულობას ელოდებოდა. უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს ვატარებთ საქართველოში. ყველა ის რეპლიკა, რომლებიც გაკეთდა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, სწორედ ამაზე მეტყველებს. სულ იყო საუბარი, რომ ქართველი ხალხის მენტალიტეტში არ ზის ასეთი ტიპის არჩევნები და ამიტომ არის ყოველთვის ცემა-ტყეპა და დაძაბულობა არჩევნების დროს. თურმე აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური ნება", - აღნიშნა საგანელიძემ.

http://www.interpressnews.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31