ქუთაისში იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც მარკირებაგავლილ პირებს ხელი ჩამოართვეს, ხმის მიცემა ვეღარ შეძლეს
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეები აღნიშნული პრობლემებით მიმართავდნენ.

განაწყენებული ადამიანები საოლქო კომისიის ხელმძღვანელისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

"ხმის მიცემა ვერ მოვახერხე, რადგან უბანზე მისულს მითხრეს მარკირება გაქვს გავლილიო, არადა ხმა არავისთვის მიმიცია", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

თავის მხრივ, საოლქო კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ ოსეფაიშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ და ხელი არ ჩამოართვან იმ მოქალაქეებს, რომელთაც მარკირება აქვთ გავლილი.

"ეს დაწერილი სცენარის კუდია, გარკვეულ უბნებზე დგანან ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებს შესვლისას ხელს ართმევენ და მარკირებაც ასე გადადის, რაც სველ ხელზე მარტივად შესაძლებელია", - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
pirweli.com.g
ბეჭდვა