ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სს-ს საარჩევნო სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
როგორც ძალოვან უწყებაში განმარტავენ, 121-ე და 122-ე სპეცუბნები თბილისში, ქიზიყის ქუჩაზე და პოლიციის ქუჩაზე მდებარეობს. 100-ე საარჩევნო სპეცუბანი ზუგდიდში მოქმედებს.

ამას გარდა, გადასატანი ყუთი იალღუჯას სასწავლო ცენტრში აიტანეს. პოლიციის ქუჩაზე კი 121-ე საარჩევნო სპეცუბანსა და იალღუჯას სასწავლო პოლიგონზე ხმის მიცემის პროცესი უკვე დასრულებულია.

სამივე სპეცუბანზე და გადასატანი ყუთის მეშვეობით დარეგისტრირებული 1030 მოქმედი ჯარისკაცისა და წვევამდელიდან, ხმა სასურველ კანდიდატს 1017-მა მისცა, რაც 98,7% შეადგენს.

უწყების ცნობით, შსს-ს სპეცუბნებზე ხმის მიცემის პროცესი დარღვევებისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. საარჩევნო სპეცუბნები 20:00 საათზე დაიხურება.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, წელს ე.წ. დახურული უბნები გაუქმდა. დარჩა მხოლოდ სამი აუცილებელი სპეცუბანი, სადაც ჯარისკაცები და წვევამდელები მსახურობენ. მინისტრის განმარტებით, წლების განმავლობაში არსებობდა ე.წ. დახურული უბნები, სადაც კონტროლი არ არსებობდა და მონიტორინგის უფლება არავის ჰქონდა.

http://pirweli.com.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31