ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"ვინც სკანდალებს ელოდა, მათთვის დღეს ცოტა მოწყენილობაა"
ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შტაბის უფროსმა დავით საგანელიძემ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველო დღეს ღირსეუულ პრეზიდენტს აირჩევს. ვინც სკანდალებს ელოდა, მათთვის დღეს ცოტა მოწყენილობაა, რადგან ეს არჩევნები უპრეცედენტოდ დემოკრატიულად ტარდება. ჩვენთვის ის შეფასება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააკეთეს, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. სულ ამბობდნენ, რომ საქართველოს რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ შეეძლო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს პოლიტიკური ნება ყოფილა. ამ დროისთვის, მხოლოდ ელემენტარული ხარვეზებია დაფიქსირებული", - განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, საგანელიძე დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები დღის ბოლოს ყველაზე მაღალი აქტივობით იქნება გამორჩეული.

"როგორც წესი, ქართველებმა ან დილით იციან მისვლა, ან - საღამოს. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოსთვის ეს არჩევნები მაღალი აქტივობით შეფასდება", - განაცხადა საგანელიძემ.

http://pirweli.com.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31