ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
"სააკაშვილი იყენებდა ბევრ "პოლიტიკურ სიცოცხლეს", თუმცა ახლა, როგორც ჩანს - game over"
twiter"-ის მიკრობლოგში გამოქვეყნებულ წერილში თინა კანდელაკი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დალაგების შესაძლებლობაზე საუბრობს.

წერილში სათაურით “რუსეთი და საქართველო - დაზავების დრო” კანდელაკი წერს, რომ სააკაშვილის წასვლის შემდეგ ორი სახელმწიფოს დაახლოებისთვის პრინციპული წინააღმდეგობები აღარ არის.

"მაშ ასე, დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ის იმით კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას, არამედ იმით, რომ სააკაშვილი, ადამიანი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია მთელი ეპოქა და საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორია, მიდის პოსტიდან. როგორც კომპიუტერულ თამაშებშია, ის იყენებდა ბევრ "პოლიტიკურ სიცოცხლეს", თუმცა ახლა, როგორც ჩანს, გამე ოვერ", - წერს თინა კანდელაკი.

მისივე თქმით, დროა, საქართველოსა და რუსეთს შორის ჩამოშვებული რკინის ფარდა აიხსნას.

"როგორი იქნება საქართველო სააკაშვილის გარეშე?! რუსეთის მტერი თუ მისი პარტნიორი?! შეძლებს კი რუსეთი დაალაგოს ურთიერთობა ამ ისტორიულად მეგობრულ და კულტურულად ახლო სახელმწიფოსთან? სამწუხაროდ, რუსების წარმოდგენას საქართველოზე კვლავ აფერმკრთალებს ხუთი წლის წინანდელი მოვლენები. ვწუხვარ, თუმცა მოცემულ მომენტში ერთადერთი, რაც მასობრივ შეგნებაში საქართველოსთან ასოცირდება, 2008 წლის ომია თავისი შედეგებით. ახსოვთ ასევე ღვინის და ბორჯომის აკრძალვა. შესაძლოა, ვინმეს გივი თარგამაძეც გაახსენდეს. საწყენია, ქართველების წინა თაობა ხომ ასოცირდებოდა რაღაც ნათელთან და სასიამოვნოსთან - დანელიას გენიალურ ფილმებთან, კიკაბიძის სიმღერასთან, თბილისის "დინამოს" გამარჯვებასთან. დღეს ჩვენ ქვეყნებს შეუძლიათ მოძებნონ ერთმანეთი კულტურაში, თუმცა პოლიტიკა ახლა ყველაფერს ფარავს. ეს მაშინ, როდესაც რუსეთში ქართულ პოლიტიკაზე წარმოდგენა ძალიან ზედაპირულია: ბევრმა არც იცის, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა საპარლამენტოთი შეიცვალა და მმართველი პოლიტიკური ელიტა თითქმის მთლიანად შეიცვალა. თუმცა საქართველოშიც არაერთგვაროვანი მოსაზრებაა რუსეთზე. ხალხს სხვადასხვა აზრი აქვს, ხშირ შემთხვევაში კი პოლარიზებული - ერთნი სოჭში ოლიმპიადას მიესალმებიან, 6000 ქართველი კი ხელს აწერს პეტიციას და მისი ქვეყნის შეჯიბრში მონაწილეობას ეწინააღმდეგება. ერთნი საუბრობენ რუსეთთან შერიგების აუცილებლობაზე, მეორენი კი ვერაფრით ვერ ივიწყებენ ომს. ეს ყინული აუცილებელია, დავამსხვრიოთ. მარტივ რაღაცეებზე შუღლის მიზეზი არ არსებობს. სააკაშვილის წასვლის შემდეგ ხომ აღარ არის პრინციპული წინააღმდეგობები ორი სახელმწიფოს დაახლოებისთვის. იქნებ დროა, უკვე გადავდგათ ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები? და ეს მოწოდება, მიმართვა მხოლოდ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს არ ეკუთვნის. უბედურება ის არის, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს არა მხოლოდ რუსეთში ჩამოყალიბდა ქართველების სტერეოტიპი, არამედ საქართველოშიც ნორმად იქცა ძალიან ტენდენციური დამოკიდებულება რუსეთთან, რომლებიც უმეტესწილად, მითებზეა აგებული. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ შორის ხუთი წლის მანძილზე რაღაც რკინის ფარდა წარმოიშვა და ჯერ ისევ ღვივის ცივი ომი, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ სჭირდება. ვფიქრობ, მოვიდა დრო, ავხსნათ ეს ფარდა და შევხედოთ ერთმანეთს. შევხედოთ პროპაგანდის სათვალეების გარეშე, რომ დავინახოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ. თუ ეს მოხდება, ვიცი, რომ ჩვენ ვერ მოვძებნით მიზეზს, რომ ერთმანეთი ვერ ავიტანოთ", - წერს თიკა კანდელაკი.

http://pirweli.com.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31