ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მიხეილ სააკაშვილი - ძნელია ბრძოლა იმ ხალხთან, ვინც არაფერში ყოფილა გასვრილი
საქართველოს პრეზიდენტი მისი "მადევარი ტიპაჟების დაქირავებას" მთავრობის შიშს უკავშირებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ძნელია ბრძოლა იმ ხალხთან, ვინც "არაფერში გასვრილი არ ყოფილა".

"ამ ტიპაჟებს, რომლებიც დამდევენ პირდაპირ ფულს უხდის პოლიცია, ეს ყველამ ვიცით. ეტყობა, რაღაცას ზედმეტად ნერვიულობენ საქართველოს მთავრობაში და ზედმეტად ეშინიათ ჩემი, იმის მიუხედავად, რომ ჩემი პრეზიდენტობა მთავრდება. ალბათ, რაღაც ისეთი იციან, რაც მე არ ვიცი. მთავარი, რაც იციან, არის ის, რომ ჩვენ ისე გავლიეთ ეს წლები, არანაირი სერიოზული უარყოფითი რამ არ არსებობს, ვინმემ ამ გაგებით შარი რომ მოგვდოს. მე მართლაც შევძელი, 10 წელი მთავრობას ეფუნქციონირა ისე, რომ არ ყოფილიყო კორუმპირებული და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურა ხალხისთვის. ასეთ მთავრობასთან და პრეზიდენტთან, თუნდაც მაშინ, როდესაც ის ყოფილია, ბრძოლა ძნელია. ძნელია ბრძოლა იმ ხალხთან, ვინც არაფერში გასვრილი არ ყოფილა. ეს ანერვიულებს ალბათ ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთამდე ეწევა ასეთ ისტერიულ კამპანიას ჩემ წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული კომენტარი მედიისთვის ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე სახლში გააკეთა, სადაც იგი პრეზიდნტად არჩევამდე ცხოვრობდა და განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საცხოვრებლად ამ სახლში დაბრუნდება.

interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31