საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში 250 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება.
ორგანიზაციამ 27 ოქტომბრის 08:00სთ-დან 16:00სთ-მდე არსებული მონაცემები ჟურნალისტებს წარუდგინა. როგორც ორგანაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა განაცხადა, დამკვირვებელთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის პროცესი ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად ხორციელდება.
მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონებში შემდეგი სახის დარღვევები დაფიქსირდა:
• უბნის არასათანადო მოწყობის ორი შემთხვევა - მარნეული #83, ნინოწმინდა #25.
• წილის ყრის ჩატარების წესის დარღვევის 1 შემთხვევა ნინოწმინდის #4 უბანზე.
• საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის დროულად არდაშვების 3 შემთხვევა ნინოწმინდის #25 უბანზე, ბოლნისის #3 უბანზე და ახალქალაქის #55 უბანზე.
• კენჭისყრის პროცედურა უბნის მოუმზადებლობის გამო დაიწყო დაგვიანებით ორ უბანზე - ახალქალაქი #24 და მარნეული #25.
• პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა მარნეულის #55 უბანზე: “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლის ინფორმაციით, წილის ყრის შედეგად ყუთის გადამტანი კომისიის მხოლოდ 1 წევრი გამოვლინდა, ორის ნაცვლად. ჩვენი დამკვირვებლის მითითებით, ხელახლა ჩატარდა წილის ყრა და სიტუაცია გამოსწორდა.
"მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კენჭისყრის ფარულობა ერთ შემთხვევაში დაირღვა, კერძოდ:
• #22 მარნეულის #5 საარჩევნო უბანშისაკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში ამომრჩევლის ბიულეტენთან ერთად, კონვერტში ჩადებული ჩააგდეს. - დაიწერა საჩივარი, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად,
• #37ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე) დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველთა სიაში წინასწარ გაკეთებული იყო ხელმოწერები ამომრჩეველთა გრაფის გასწვრივ.
• #მარნეულის #4 უბანში საკონტროლო ფურცელი ძირითად ყუთში პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე ჩააგდეს. ამ საკითხზე დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა, მაგრამ კომისიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
• დაფიქსირდა ბიულეტენის გაყალბების ერთი შემთხვევა: #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზერგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა ორი ფაქტი, როცა რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა უკვე შემოხაზული ბიულეტენი. ( შემოხაზული იყო 41 ნომერი). როგორც დამკვირვებელი ამბობს, არსებობს ამ ფაქტის ვიდეო ჩანაწერიც. ამის შემდეგ კი უბანზე ვიდეო გადაღების საშუალება აკრძალეს. ამ ფაქტზე დარეგისტრირებულია ორი საჩივარი. მათგან ვიდეო გადაღებაზე წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილებულია.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დამკვირვებელთა მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების მიმართ წარდგენილი რვა საჩივრიდან, სამი დაკმაყოფილებულია და ამ დროისათვის, "მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლების 2 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაშია წარდგენილი.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, როდესაც, ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს ხმის მიცემა ენობრივი ბარიერის გამო.
მედიისთვის შემდეგ განცხადებას “საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო” 16:00 დან 20:00-მდე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ასევე საარჩევნო უბნების დახურვასთან და ხმის დათვლის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე მედია ცენტრში, 22:00-ზე გააკეთებს.
http://news.ge/
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები