ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სიახლეები
NDI - ქვეყანაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები ფეხს იკიდებს
მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო დღის ფონზე საქართველომ ცხადყო, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები ფეხს იკიდებს, - ასე აფასებენ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI)-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს.
დავით კირკიტაძე პოსტიდან გადადგომის ზუსტ თარიღს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაასახელებს
როგორც "პირWელს" ქვემო ქართლის გუბერნატორმა განუცხადა, ისიც მისი კოლეგების მსგავსად, თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს.
ახალი მთავრობის დამტკიცება 20-დან 25 ნოემბრამდე იგეგმება
როგორც "პირWელის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, ახალ მთავრობას პარლამენტი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.
მოქმედი ბრძანებულების მიხედვით, პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი რუსთაველის გამზირზე უნდა გაიმართოს
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ მოქმედი ბრძანებულების მიხედვით, ფიცის დადების ცერემონიალი თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. თუმცა, ქუთაისში პარლამენტის გადასვლიდან გამომდინარე, ჯერ უცნობია, განხორციელდება თუ არა ცვლილებები აღნიშნულ დოკუმენტში 17 ნოემბრამდე, ანუ ინაუგურაციამდე დარჩენილ დროში.
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 7,5%-მა მიიღო
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 7,5%-მა მიიღო. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 34 ქვეყანაში გახსნილ 50 საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 3634 - მა ამომრჩეველმა, რაც საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 7,5 %-ს შეადგენს.
საია - ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესში დაფიქსირებულ გარკვეულ დარღვევებზე საუბრობს , თუმცა მიიჩნევს, რომ მთლიანობაში, ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა.
ზურაბ ხარატიშვილი არჩეულ პრეზიდენტს დამოუკიდებელ და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს
პირველ რიგში მე მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მომცა ამ არჩევნებზე. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ დღევანდელი დღე პირველი ნაბიჯია ჩვენი მომავალი გამარჯვების გზაზე.
საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ცესკო-ში სამი საჩივარია შესული
საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ცესკო-ში სამი საჩივარია შესული. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა.
"სამართლიანმა არჩევნებმა" ხმების პარალელური დათვლის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
"სამართლიანმა არჩევნებმა" ხმების პარალელური დათვლის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა.
”როიტერი” - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის
"საქართველოს მომავალი პრეზიდენტი "სუპერმენი" არ არის", - ამ სათაურით აქვეყნებს "როიტერი" სტატიას გიორგი მარგველაშვილზე
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სავსებით შეესაბამება სუპერმენობის მსურველი პოლიტიკოსებისგან თავისუფალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისეულ ხედვას.
ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ფიცს 17 ნოემბერს დადებს. სწორედ ამ დღიდან შეეძლება პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე , მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდება.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს უცხოური მედია ეხმაურება
საქართელოს საპრეზიდენტო არჩევნებს უცხოური მედია ეხმაურება საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს უცხოური მედიაც ეხმაურება. როგორც "როიტერი" აღნიშნავს, საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის ნაკლებადცნობილი კანდიდატის გამარჯვებით, მმართველი კოალიცია ძალაუფლებას გაიმყარებს.

"გიორგი მარგველაშვილი ძალის კონცენტრირებას მოახდენს და პოლიტიკის წარმართვას უფრო იოლს გახდის საქართველოში, რადგან "ქართული ოცნება" პირველად აკონტროლებს როგორც პრეზიდენტს, ისე მთავრობას. მაგრამ სავარაუდოდ, არჩევნები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გაუგებრობას მხოლოდ მცირე ხნით გაფანტავს", - წერს "როიტერი".

"ასოშიეითედ პრესი" წერს, რომ მილიარდერი პრემიერ-მინისტრის საპრეზიდენტო რჩეულმა იოლად მოიპოვა გამარჯვება.

"საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც საქართველოსთვის უჩვეულოდ მშვიდი და პროგნოზირებადი იყო, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის გიორგი მარგველაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კონტროლი გაიმყარა", - წერს "ასოშიეითედ პრესი".

ამერიკული გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ახალი პრეზიდენტის არჩევით უარი თქვა სააკაშვილის კანდიდატის არჩევაზე.

"თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი პოსტს ტოვებს. კვირას გამართულ არჩევნებში ქართველმა ამომრჩეველმა ცხადად დააფიქსირა, რომ აღარ არიან დაინტერესებული სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის გახანგრძლივებით", - აღნიშნავს "ვაშინგტონ პოსტი".

"მიხეილ სააკაშვილის საქმეები არც ისე ვარდისფრადაა, რადგან საქართველოს ყოფილი ლიდერი შესაძლოა დააპატიმრონ", - წერს ბრიტანული გამოცემა Independent და დასძენს, რომ საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია, რაც პოლიტიკური მეტოქეების მხრიდან რევანშის შიშის გრძნობას უტოვებს რევოლუციის გმირს.

როგორც ამერიკული გამოცემა New York Times აღნიშნავს, მართალია საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია, მაგრამ ძალაუფლება მომავალი პრემიერის ხელში იქნება.

"ქართველებმა კვირას ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ", - აღნიშნავს "ნიუ იორკ თაიმსი".

http://www.interpressnews.ge
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დღეს არჩევნების შედეგებზე განცხადებას გააკეთებს
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე აკვირდებოდა , შედეგების შესახებ წინასწარ განცხადებას დღეს გააკეთებს.
3376 უბნის შედეგების მიხედვით, 62.09 პროცენტით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში 62,09 %-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
1357 უბნის შედეგების მიხედვით, 63.3 პროცენტით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში 63,3 %-ით კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
ცესკოს ხვალ, 10.00 საათისთვის უბნების 90 პროცენტის შედეგების გამოქვეყნებას გეგმავს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები ხვალ, 10:00 საათიდან განახლდება, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თამარ ჟვანია - არჩევნები ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ და თანაბარ პირობებში
არჩევნები შედგა, ქართველმა ამომრჩეველმა შეძლო გამოეხატა თავისი ნება და ეს ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ და თანაბარ პირობებში, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიგი წერეთელი - ჩვენთვის მთავარი იყო პროცესი ნორმალურად წარმართულიყო
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ არჩევნების წინასწარი შედეგებია ცნობილი, პოლიტიკური გამოცდილება გვკარნახობს, რომ სურათი დრამატულად არ შეიცვლება , - ასე ეხმაურება არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი.
კახა კალაძე - შეიძლება ვთქვათ, რომ შემდგარი სახელმწიფო ვართ
შეიძლება ვთქვათ, რომ შემდგარი სახელმწიფო ვართ, - ასე აფასებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარებულა.
ფოთში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავენ
ფოთში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ავტომობილების მსვლელობითა და ფოიერვერკებით აღნიშნავენ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30