ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სიახლეები
"ივანიშვილის ოჯახის ანგარიშზე ყოველდღიურად მილიონები მიედინება"
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შეხვედრა გამართა. მან საელჩოს წარმომადგენლებს საუბნო-საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი წარუდგინა და უბნებზე ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოითხოვა.
ნათელაშვილი მღვდელმთავრებს პარტიის შექმნას ურჩევს
შალვა ნათელაშვილი სასულიერო პირებს აკრიტიკებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მღვდელმსახურებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
ხმაური საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვისას
N37 ახალციხის საარჩევნო ოლქი გუშინ, 28 ოქტომბერს, 4 საჩივარს დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იხილავდა. მათ შორის, 3 საჩივარი N12 აგარის საარჩევნო უბნიდან იყო შესული. აღნიშნული საჩივრები „მრავალეროვანი საქართველოს“ და „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაწერეს.
წულაიას „ნაციონალები“ პასუხობენ
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას დღეს გამოთქმულ ბრალდებებს საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის ქუთაისის შტაბში აბსურდულს უწოდებენ.
გაბათილებული უბანი და ხელფასების დაქვითვით დასჯილი საარჩევნო უბნის ადმინისტრაცია
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ქალაქის #65 საუბნო კომისიის კენჭისყრის შედეგები გააბათილა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან შესული საჩივრების განხილვის შემდეგ მიიღო.
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებაზე მიუთითებდა
ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და დემოკრატიული ინსტიტუტების თანმიმდევრულ გაუმჯობესებაზე მიუთითებდა. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს.
ნინო ბურჯანაძე - დღეიდან "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთი ძალაა
"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის სამარცხვინო და ცინიკური გარიგება მოხდა, რის შედეგადაც ერთი დიდი სახელისუფლო ძალა ჩამოყალიბდა.
კშიშტოფ ლისეკი - ვილნიუსის სამიტზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმოს
კშიშტოფ ლისეკი - ვილნიუსის სამიტზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ექნება შესაძლებლობა ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა კშიშტოფ ლისეკმა განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, კოჰაბიტაციის დამთავრება ერთპარტიული სისტემის დაწყებას არ გულისხმობს
კოჰაბიტაციის დამთავრება ერთპარტიული სისტემის დაწყებას არ გულისხმობს, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს
რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
გიორგი მარგველაშვილი - ვილნიუსში მივდივართ საქართველოში ჩატარებული ევროპული ტიპის არჩევნებით
ვილნიუსში, პირველ რიგში, მივდივართ საქართველოში ჩატარებული ევროპული ტიპის არჩევნებით, - ამის შესახებ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია - ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს
ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს იმ დემოკრატიული ნაბიჯით, რომელიც უკვე გადაიდგა, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ილკა კანერვამ განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილი - გაოგნებულია ხალხი, რომ 21%-ზე მეტი მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 21%, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო, მისთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
IRI საპრეზიდენტო არჩევნებს დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
IRI საპრეზიდენტო არჩევნებს დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI).
მატი რაიდი – გუშინ ევროპული არჩევნები იყო
გუშინდელმა არჩევნებმა აჩვენა ქართველი ხალხის ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მატი რაიდმა განაცხადა.
საერთაშორისო დამკვირვებლები - საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო მწიფდება
დადებით და გამჭირვალე არჩევნებში ქართველმა ხალხმა დაადასტურა გასული წლის უნიკალური გამოცდილება, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას გულისხმობს.
"მგონი არავითარი კითხვები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ევროპული იყო"
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ესწრება, ქართველ ხალხს გუშინდელი კულტურული არჩევნები კიდევ ერთხელ მიულოცა.
"ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები შედგა, თუმცა რეალურად ამომრჩეველმა ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა"
დღეს გამართულ კონფერენციაზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ყველა იმ ადამიანს, ვინც მას მხარი დაუჭირა, მადლობა გადაუხადა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას ულოცავს
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს კარგად ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ულოცავს. ამის შესახებ შვედმა მინისტრმა "ტვიტერის" საკუთარ ექაუნთზე დაწერა.
საოლქო საარჩვენო კომისიებში 110 საჩივარია შესული
ამ დროისთვის, საოლქო საარჩვენო კომისიებში 110 საჩივარია შესული. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, ემზარ კაკულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საჩივრების უმრავლესობა უმნიშვნელო სახის არის და, ძირითადად, პროცედურული ტიპის დარღვევებს მოიცავს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30