ჯუმბერ კირვალიძე:"ჩემი პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც პირველივე ტურში გაიმარჯვებს მარგველაშვილი! მაშ ასე, ბურჯანაძე ცოტა ხანს იწიკვინებს "მეორე ტური" უნდა ყოფილიყოო.. და გაჩერდება, გადაერთვება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე, ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებაზე; ბაქრაძე და "ნაცმოძი" შეეცდებიან "ღირსეულად" შეხვდნენ "მოულოდნელი" დამარცხების ფაქტს და "ჩუმად იზეიმებენ" ქართულ პოლიტიკაში "დარჩენას"; განაწყენებული ნათელაშვილი, ქართველ ხალხს "ყველაფერს დაახურებს თავზე" და წავა პოლიტიკიდან (თუ სინდისის ნატამალი შერჩა!); ასევე უნდა მოიქცეს, წესით, "ნავერტილე" დავითაშვილი, ანუ პოლიტიკიდან "შორს"; "ღალატში ბრალდებული" თარგამაძე კი, თავისი "ერთგული" დაქალის გრიგოლიას გზას დაადგება - დაუბრუნდება ჟურნალისტიკას, ვეფხვაძე-ახვლედიანთან ერთად; ქ-ნი კირთაძეს კი, "აურაცხელი" სტუდენტური აუდიტორიები ელოდება, ამიტომ ისიც "დაემშვიდობება" პოლიტიკას; "ბუღალტერი" კანდიდატი ხარატიშვილიც, დაუბრუნდება აუდიტს და "ევროპულ ბუხგალტერიას"; "პოლიტიკოსი" ჯავახიძე კი, ისე მოხდენილად დასეირნობდა "ავტობან-გზაზე", რომ დიდ ჟორა შავგულიძესაც კი შეშურდება მისი სიარულის პლასტიკა, ამიტომ, ჯავახიძე "იმსახურებს" იმას, რომ დაინიშნოს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარედ და ამგვარად, ისიც "ჩამოცილდება" პოლიტიკას; მჟავიაზე კი, აბა რა მოგახსენოთ, უბრალოდ გისურვებთ, რომ საქართველოს საქმე ისე წასულიყოს, - მოყვარეს ეზეიმებოდეს, ხოლო მტერს - "ემჟავებოდეს";
კიდევ ვინ, ხომ არავინ გამომრჩა? ნუ, დანარჩენი კანდიდატების
"პოლიტბედზე", ცოტაც სხვამ იფიქროს;"