ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი - როგორც არ უნდა დამთავრებულიყო შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებდი
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგით დამთავრების შემთხვევაში აპირებდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე თუ რას აპირებს.
უთაიში მანდარინნაჭამ მოქალაქეს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდნენ
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას კურიოზი მოხდა ქუთაისში, #86 საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ უბანზე ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს მარკირების აპარატმა მარკირების სითხე დაუფიქსირა, რის გამოც კომისიის წევრებმა მოქალაქეს ხმის მიცემის უფლებაზე უარი უთხრეს.
მარნეულში ბიულეტენის გაყალბების ორი შემთხვევა დაფიქსირდა
საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში 250 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება.
"საჭიროა საფუძვლის მომზადება შემდგომი შემობრუნებისთვის"
საქართველოს პრეზიდენტმა ზანდუკელის ქუჩაზე განთავსებულ მე-19 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტები საკუთარ სახლში მიიწვია, სადაც კომენტარი გააკეთა.
ყარაჯალის #37 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა
ადგილობრივი კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო უბნიდან გააძევა, თუმცა თავად კომისიის თავმჯდომარის ელზა აშიროვას მისამართით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გაფრთხილება დაწერა.
ლანჩხუთის #37 უბანზე მოქალაქე ხმის მიცემას პირადობის ასლით ცდილობდა
ამის შესახებ "პირWელს" ლანჩხუთის #37 საარჩევნო უბნიდან აცნობეს.  მათი წარმომადგენლების განცხადებით, მოქალაქე მანანა ჩხაიძე აცხადებდა, რომ პირადობის მოწმობა მოსკოვში მემკვიდრეობის დასამტკიცებლად ჰქონდა გაგზავნილი.
"ადამიანი, კანონი, თავისუფლების" შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნების მიმდინარეობას სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში აკვირდება.
მიხეილ სააკაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ბოლომდე ყველაფერს არ წყვეტს
ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ არჩევანი ზარალის მინიმიზაციისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გელა მთივლიშვილი სამართალდაცველებს დღევანდელი ინციდენტის გამოძიებას სთხოვს
გელა მთივლიშვილს განცახდებით, მას ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის #14 საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როცა ის უბანზე გადასაღებად იმყოფებოდა.
"ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საარჩევნო უბნებს რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან შედარებით ნაკლები ბიულეტენები გადაეცათ.
ცესკო მეორე ტურთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მეორე ტური დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას, 50% + 1-ს ვერ დააგროვებს.
სუარესი: "საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მაგალითია"
"საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მაგალითია," - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჟოაო სუარესმა განაცხადა.
ცესკო იძულებით გადაადგილებულ პირთა არჩევნებში მონაწილეობის პროცედურას განმარტავს
ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი განმარტავს, როგორ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას იძულებით გადაადგილებული პირები. მისი თქმით, მათ აქვთ დევნილის სტატუსი, რომელსაც შესაბამისი სამინისტრო ანიჭებს და მათთვის მოწმობებს გასცემს.
ბაქრაძის წყალტუბოს შტაბის უფროსი: გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების რიცხვი კანონით დადგენილს აღემატება
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის წყალტუბოს საარჩევნო შტაბის უფროსმა მამუკა საღარეიშვილმა ქუთაისში, პარტიის ოფისში საგანგებო განცხადება გააკეთა.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის ლიდერები და მთავრობის წევრები იკრიბებიან
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის ლიდერები და მთავრობის წევრები იკრიბებიან. რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ ოფისში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდა. წულუკიანს ოფისში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცესკო - საარჩევნო პროცესში არსებითი ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია
საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკო-ს სპიკერმა არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს რამდენიმე ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის დმანისის 43-ე უბანში მომხდარი დარღვევის შესახებ.
ამომრჩევლების რაოდენობა არჩევნების შეჯამების პროცესზე გავლენას ვერ ახდენს
საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა არჩევნების შეჯამების პროცესზე გავლენას ვერ ახდენს. შედეგები არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობის მიხედვით დგება.
მიხეილ სააკაშვილს ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა
N19 საარჩევნო უბანთან მიხეილ სააკაშვილის მისვლას ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს საქართველოში ზეიმის დღეა ,
მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტები თავის სახლში მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტები თავის სახლში დაპატიჟა. მთაწმინდის #1 ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია , მან მედიის წარმომადგენლები ზანდუკელის ქუჩაზე, სახლში მიიწვია.
მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს - მთავარი ხელისუფლება ახლა თქვენ, ჟურნალისტები ხდებით
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხმა მთაწმინდის #1 ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. ხმის მიცემის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უბანი უკომენტაროდ დატოვა, მხოლოდ ის აღნიშნა , რომ ჟურნალისტებს თავის სახლში იწვევდა, სადაც პრესკონფერენციას გამართავს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30