ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სიახლეები
"საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია"
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყელა ამომრჩეველს, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადაუხადა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა
საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20:00 საათზე საქართველოს მასშტაბით კენჭისყრა დასრულდა. საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა.
ბიძინა ივანიშვილი - საქართველომ დღეს დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ევროპელის გაოცება შეუძლია
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეგზიტპოლის შედეგებმა მოლოდინი გაუმართლა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ცონების" ცენტრალურ ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა , ეჭვი აღარავის დარჩა, რომ გიორგი მარგველაშვილი ღირსეული კანდიდატი იყო და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
დავით უსუფაშვილი - გადაწყვეტილი ამბავია, ასეთი გამარჯვებებით ვივლით წინ
ამ ადგილას დღეს მეორე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისის წინ განაცხადა , "მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე მაგარ ქვეყნებთან ერთად ვიქნებით გამარჯვებულები".
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ თავისუფალი ერი თავისუფლად ირჩევს თავის ხელმძღვანელობას
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებულია, მხარდამჭერებს და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
ნანა კაკაბაძე: მარგველაშვილი – 53.17%, ბურჯანაძე – 10.71%, ბაქრაძე – 8.84%, ნათელაშვილი – 6.50%, თარგამაძე – 0.19%, დავითაშილი – 0.12%, დანარჩენები – 20.28%
არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებებისთვის“ და მოძრაობის „სამართლიანობა უნდა აღდგეს“ ეგზიტპოლების შედეგები უკვე ცნობილია.
გიორგი ვაშაძე - საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობაა"
გიორგი ვაშაძე - საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობაა" საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა",
შსს-ს საარჩევნო სპეცუბნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
შსს-ს საარჩევნო სპეცუბნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა შსს-ს საარჩევნო სპეცუბნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
თბილისელები პრეზიდენტის შეცვლას თბილისის ქუჩებში აღნიშნავენ
თბილისელები პრეზიდენტის შეცვლას და ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს თბილისის ქუჩებში აღნიშნავენ. ავტოკოლენები საყვირებით გადადგილდებიან ქუჩებში , გადმოფენილი აქვთ საქართველოსა და "ქართული ოცონების დროშები, ასიგნალებენ და სკანდირებენ
ნინო ბურჯანაძის პარტია ხმების პარალელურ დათვლას იწყებს
ნინო ბურჯანაძის პარტია ხმების პარალელურ დათვლას იწყებს ნინო ბურჯანაძის პარტია ხმების პარალელურ დათვლას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიულ მოძრაობაში" განუცხადეს, ხმების პარალელური დათვლა 21 საათიდან დაიწყება.
საპრეზიდენტო არჩევნებში 458 მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა მიიღო მონაწილეობა
საპრეზიდენტო არჩევნებში პირველადი მონაცემებით, 458 მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა მიიღო მონაწილეობა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით , პენიტენციურ სისტემაში ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია.
დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა
"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ქართველ ხალხს მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას, გიორგი მარგველაშვილს კი არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
სოზარ სუბარი - ქვეყანაში მთავრდება სიშლეგის ხანა და იწყება დემოკრატიული განვითარება
ქვეყანაში მთავრდება სიშლეგის ხანა და იწყება დემოკრატიული განვითარების ხანა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ეგზიტპოლების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით საგანელიძე - ეგზიტპოლების შედეგები ცალსახად ამბობს, რომ არჩევნები პირველ ტურში დამთავრდა
ეგზიტპოლების შედეგები ცალსახად ამბობს იმას, რომ არჩევნები პირველ ტურში დამთავრდა, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა , საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ნოდარ ხადური - ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს
ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისთან ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე - ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას
ჩვენ ვაპირებთ ხმების დაცვას, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ეგზიტპოლების შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
ნინო ბურჯანაძეს ეგზიტპოლების შედეგები არ აინტერესებს
როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში სოციოლოგია არ არსებობს და ეგზოტპოლები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ძალიან კარგი საშუალებაა.
ACT-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახეთში მარგველაშვილი 71.7%-ით ლიდერობს
აღნიშნული კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, მეორე ადგილს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე იკავებს, რომელსაც 13.7% აქვს, მესამეს კი – 10.9%-ით "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატი ნინო ბურჯანაძე.
SOCIS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, მარგველაშვილი 65%-ით ლიდერობს
უკრაინული კომპანია SOCIS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მონაცემებით მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე - 16%, "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს კი 9% აქვს.
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30