აქცია ,,დამოუკიდებელი პიროვნება - თავისუფალი არჩევანი’’
25 ოქტომბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და „კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ სოლიდარობის აქცია გამართეს, რომლის მიზანიც საარჩევნო პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობისთვის მოქალაქეთა გააქტიურება იყო. აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი მეგობრები მონაწილეობდნენ.

მსვლელობა ორ ნაკადად, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან და მეტრო რუსთაველიდან დაიწყო და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიასთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას სპეციალური ფლაერები დაურიგეს, რითაც მათ 2013 წლის 27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ცესკოსთან არსებული სასწავლო ცენტრის ფინასური მხარდაჭერით განხორციელდა.
ბეჭდვა