ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა საარჩევნო პროცესების გამარტივებისა და ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისათვის თანაბარი საარჩევო გარემოს შექმნის მიზნით, იგეგმება შემდეგი პროექტების განხორცილება:

ეტლით მოსიარულე ამომრჩევლებისათვის საარჩევნო უბნების ადაპტირება

  • სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, საარჩევნო უბნებზე მუდმივი/დროებითი პანდუსების მოწყობა;
  • ხმის მიცემის სპეციალური კაბინების დამზადება (600 უბანზე განთავსება, საქართველოს მასშტაბით).

სმენადაქვეითებული ამომრჩელებისათვის

  • საარჩევნო პერიოდში, ცესკოს მიერ მომზადებული ვიდეო რგოლების (საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით), გაშუქება სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა);
  • იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე პორტატული კომპიუტერების გამოყენებით, კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ვიდეო რგოლის გავრცელება (1077 საარჩევნო უბანზე).

უსინათლო ამომრჩევლებისთვის

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არიან მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები, ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელიც ამ ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს (საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინფორმირება

  • ცესკოს სარეკლამო რგოლების/საარჩევნო პროცედურების შესახებ ამსახველი რგოლების სურდოთარგმანით (ჟესტური ენა) უზრუნველყოფა;
  • Flash mobi-ს მოწყობა შშმ პირთა მონაწილეობით;
  • ცესკოს ცხელი ხაზის საშუალებით, უსინათლო და ეტლის მოსიარულე ამომრჩეველთა ინფორმირება, მათი უფლებებისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ;
  • სმენადაქვეითებულ ამომრჩეველთა SMS შეტყობინებით ინფორმირება, საარჩევნო უბანზე განთავსებულ პორტატულ კომპიუტერებში - საარჩევნო პროცედურების ამსახველი ვიდეო-რგოლის სურდოთარგმანით (ჟესტური ენა) უზრუნველყოფის შესახებ.

დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტმობრის არჩევნებისთვის იგეგმება შეხვედრების გამართვა:

  • დოპლომატიურ კორპუსთან;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლება (ცესკოსთან არსებული სასწავლო ცენტრის მიერ)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ინსტრუქტაჟი/სწავლება ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ’’ (ინსტრუქცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ცესკოს თანამშრომლობით მომზადდა).
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31