საკანონმდებლო რეგულაციები
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი

სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან (თუ კომისიის სათანადო განკარგულება მათ გადაეცათ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა), უზრუნველყონ კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაცია, თუ საარჩევნო უბანში არიან ეტლით მოსარგებლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები და მათ სათანადო განცხადებით მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არიან მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლები, ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც ამ ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგენილება №20/2012,,ფიზიკური მდგომარეობის გამო ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“
ბეჭდვა