ცესკოს ანგარიში არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოსული განცხადება/საჩივრებისა და ადმინისტრაციის მონაწილეობით გამართული სასამართლო პროცესების შესახებ
არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე (2013 წლის 1 ივლისი - 12 ნოემბერი) საარჩევნო ადმინისტრაციაში სულ შემოსულია 417 განცხადება/საჩივარი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცესკოს ვებ-გვერდზე - http://sachivrebi.cec.gov.ge/

საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოსული 417 განცხადება/საჩივრიდან ცესკოში შემოვიდა 43 (იხ. დანართი 1; დანართი 5), ხოლო საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიებში 374 განცხადება/საჩივარი (იხ. დანართი 2).

საარჩევნო ადმინისტრაციის მონაწილეობით საანგარიშო პერიოდში გაიმართა 32 სასამართლო პროცესი. მათ შორის:

ცესკოს მონაწილეობით 13 სასამართლო პროცესი;

საოლქო საარჩევნო კომისიების მონაწილეობით 6 სასამართლო პროცესი (იხ. დანართი 4);

ხოლო, 13 სასამართლო პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საანგარიშო პერიოდში შედგენილ 13 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოებს, ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად (იხ. დანართი 3).

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გაბათილებულ იქნა 3 საარჩევნო უბნის შედეგი, ასევე გაბათილებულ იქნა 5 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის შედეგი, საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით გადათვლილ იქნა 8 საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით №22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა 3 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლა.

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გაბათილდა:

№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის №80 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგი.

№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის №65 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგი.

№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის №65 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგი.

მიმაგრებული დოკუმენტები:

დანართი 1 - ინფორმაცია ცესკოში შემოსული განცხადება/საჩივრების შესახებ
დანართი 2 - ინფორმაცია საოლქო-საუბნო საარჩევნო კომისიებში შესული განცხადება/საჩივრების შესახებ
დანართი 3 - ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის თაობაზე
დანართი 4 - ინფორმაცია სასამართლო პროცესების შესახებ
დანართი 5 - ანგარიში (ინფორმაცია ცესკოში არჩევნების დანიშვნის დღიდან დღემდე შემოსული განცხადება/საჩივრების შესახებ)
ბეჭდვა