ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გენდერული ბალანსი საარჩევნო სიებში - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების საარჩევნო სიების ყოველ ათეულში 2 საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის არსებობა, მართალია, სავალდებულო არა, მაგრამ ჯერ კიდევ შარშანდელი დეკემბრიდან ფინანსურად მხარდაჭერილია.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პარლამენტში 150 დეპუტატიდან მხოლოდ 9 ქალბატონია, რაც ჯამში საერთო რაოდენობის მხოლოდ 6%-ს წარმოადგენს.

გენდერული ბალანსის დაცვის და პოლიტიკოს ქალთა რაოდენობის გაზრდის ინიცირებით საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციებმაც არაერთხელ მიმართეს. 2011 წლის დეკემბერში კი საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანების შესახებ“ კანონში (მუხლი 30, პუნქტი 7.1) ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, „საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - ყველა პარტიულ სიაში) ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20 %-ით.“

დღეს არსებული მდგომარეობით საარჩევნო სიებში წარმოდგენილი 2299 კანდიდატიდან 715 ქალია, რაც საერთო რაოდენობის 31.03%-ს შეადგენს, ხოლო მაჟორიტარობის 497 კანდიდატიდან 13.48% ანუ 67-ია განსხავებული სქესის წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ ქალთა რაოდენობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი მმართველ პარტიაში შეიმჩნევა: 155 კანდიდატიდან მხოლოდ 17 (10.97%) ქალი, ხოლო ლიდერი ამ მხრივ ეროვნულ დემოკრატიული პარტიაა, მას საარჩევნო სიაში წარმოდგენილი 160 კანდიდატიდან 73 ანუ 45.63% ქალი ჰყავს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ მხრივ „მომავალი საქართველოსთვის“ (25%) ლიდერობს, ხოლო ქალ-კანდიდატთა სიმცირით(4.11%) ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა. რაც შეეხება სიის ყოველ ათეულში 20%-იანი ბალანსის დაცვას, ამ მხრივ ყველაზე რეიტინგული პარტიები (ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება) მაგალითს ნამდვილად ვერ იძლევიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნი სიის პირველ ათეულში სამი, და მომდევნო ორ ათეულში თითო ქალი კანდიდატია შეყვანილი, ხოლო „ქართული ოცნების“ პირველ ათეულში ერთი და მომდევნო ორ ათეულში ორ-ორი ქალბატონი ფიგურირებს. არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში (პირველი 30 კაცის მაგალითზე) ბალანსი (ყოველ ათ საარჩევნო პირზე 20% საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი), დაცული არაა, ქართულმა ოცნებამ ამის გათვალისწინება მეორე და მესამე ათეულზე ისურვა მხოლოდ, ხოლო მმართველმა პარტიამ ეს მოთხოვნა პირველ ათეულში დააკმაყოფილა. მოცემული საარჩევნო სიების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ამ მხრივ პროგნოზი დიდად დამაიმედებელი არაა, თუმცა, მცირე სხვაობა მომავალ პარლამენტში ქალთა პროცენტულ მაჩვენებელთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მაინც იქნება.

საერთო სურათი კი ასეთია:

I VOTE


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30