ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
შალვა ნათელაშვილის წინასაარჩევნო, საპრეზიდენტო პროგრამა
ცხრა ნაბიჯი გამარჯვებისკენ

1. საქართველოს პრეზიდენტად შალვა ნათელაშვილის არჩევა იქნება დემოკრატიის, მშვიდობის, სიმართლის, ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული გამთლიანების, თითოეულ ადამიანზე, ოჯახზე, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად სახელმწიფო ზრუნვის გარანტია. აქტიურად დაიწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემომტკიცების, მოძმე აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების პროცესი.

2. შეწყდება საქართველოში ზესახელმწიფოთა დაპირისპირება, ქვეყანა გადაიქცევა მსოფლიო პოლუსების თანამშრომლობის სივრცედ.
აღდგება რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობები. მიღწეულ იქნება რუსეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან გამარტივებული უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. გაგრძელდება ვროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული, მჭიდრო თანამშრომლობა. დაიწყება ამიერკავკასიის ხალხთა ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესები.

3. განათლება ბაგა-ბაღებიდან _ უმაღლესამდე, მთლიანად, ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სტუდენტებზე აღსდგება სტიპენდიის გაცემა. გაიზრდება ლექტორ-პედაგოგთა ხელფასები. ნიჭიერი ახალგაზრდები მასობრივად გაიგზავნებიან უცხოეთის უმაღლესებში განათლების მისაღებად, სახელმწიფოს ხარჯზე. ყველა რეგიონში გაიხსნება უფასო სპორტული სკოლები, ადგილებზე დაინიშნება სპორტული ორგანიზატორები.

4. ჯანმრთელობის დაცვა, გადაუდებელი ოპერაციების ჩათვლით მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. გაიზრდება სამედიცინო პერსონალის ხელფასები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები უმწეობებისთვის იქნება _ უფასო.

5. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ობიექტები და სიმდიდრეები დაუბრუნდება სახელმწიფოს საერთო-სახალხო საკუთრებაში; აიკრძალება სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა უცხოეთის მოქალაქეებზე.

6. საგანგებო ზრუნვის სფეროდ გადაიქცევა ახალგაზრდული პოლიტიკა. ქორწინების რეგისტრაცია, ერთკვირიანი საქორწილო მოგზაურობა. მშობიარობა მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბავშვის დაბადებისთანავე მის სახელზე გაიხსნება ანგარიში, სადაც სახელმწიფო 18 წლის ასაკამდე ჩარიცხავს შესაბამის თანხას.

7. სახელმწიფო სტრატეგიად გადაიქცევა წვრილი და საშუალო ბიზნესის დაცვა. დაწესდება ფიქირებული გადასახადი, გაუქმდება საკასო აპარატები, არ დაიშვება ამ დარგში დასაქმებულთა ფინანსური დატერორება და გაუთავებელი შემოწმება – დაჯარიმებები. ყველაფერი გაკეთდება, რათა ბიზნესმენი, გლეხობა მასობრივად გავიდეს რუსეთის ბაზარზე, გაიტანოს პროდუქცია და ორ ქვეყანას შორის განახლდეს კაპიტალისა და მუშახელის თავისუფალი გადაადგილება. გაიხსნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემსყიდველი სახელმწიფო პუნქტები, აღსდგება მანქანა- ტრაქტორების ცენტრები.

8. ჩატარდება პოლიტიკური სისტემის ძირფესვიანი რეფორმა. არჩევითი იქნება მუნიციპალიტეტების, ქალაქების, სამხარეო ადმინისტრაციათა ხელმძღვანელები, მოსამართლეები და მაქსიმალურად მეტი თანამდებობის პირი.

9. გაუქმდება მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი, მკვეთრად შემცირდება უმაღლესი ელიტის შესანახი ხარჯები, დეპუტატი დაექვემდებარება ვადამდე გამოწვევას, შეწყდება კოჰაბიტაცია
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31