ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თამაზ ბიბილურის საარჩევნო პროგრამა
"მამული, ენა, სარწმუნოება".ილია ჭავჭავაძე
ილიას გზით

საპრეზიდენტო პროგრამა

მე, თამაზ მიხეილის ძე ბიბილური, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, საქვეყნოდ ვაცხადებ: მზად ვარ ვემსახურო მშობლიურ ქვეყანას!

ცნობისათვის: ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიული განვითარების ბოლო პერიოდის მთავარი უბედურების სათავე არის 1991-1992 წლების სახელმწიფო სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება, ანუ პუტჩი სავალალო შედეგებით. დემოკრატიისა და რეფორმების სახელს ამოფარებულმა ე. შევარდნაძის მემკვიდრეებმა შექმნეს მოჩვენებითი კეთილდღეობა, რის შედეგადაც გამდიდრდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფი, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი გაღარიბდა...

ბოლო წლებში, ქვეყანაში შექმნილი ძალადობის, სოციალური უთანასწორობის, დამკვიდრებული კოსმოპოლიტური აზროვნებისა და უნიათო პოლიტიკური მართვის სისტემის მუშაობის შედეგად ქვეყანა და ერი დაღუპვის ზღვარზე დადგა. ამ მიზეზით 1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარებული, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეული, _ საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომის 20 წლისთავის დღეს (2010 წლის 14 ნოემბერს), ქვეყნისა და ხალხის გადარჩენისა და შემდგომი აღმავლობის მიზნით, თბილისში, დაარსდა საზოგადოებრივი მოძრაობა, _ ახალი ეროვნული მოძრაობა `სამშობლო~ დევიზით `ილიას გზით!~

ერისა და ქვეყნის გადასარჩენად, როგორც ზეამოცანის გადაწყვეტის მთავარ საშუალებად გთავაზობთ:

1. საქართველოს ნეიტრალიტეტს;
2. უფლებრივად დაცული იქნეს პრინციპი: საქართველოს განაგებდეს ხელისუფლება _ ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე;
3. მართვის არსებული სისტემა შეიცვალოს უფრო ეფექტური ახალი სისტემით. აღნიშნულის მისაღწევად, არსებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ეროვნული ხელისუფლებით, რომელიც თავის თავზე აიღებს ქვეყანაში ახალი სისტემის დანერგვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ქვეყნისა და ერის გადარჩენისათვის შედგენილ საპრეზიდენტო პროგრამას, რათა გაზიარების შემთხვევაში გახდეთ ჩემი მხარდამჭერი ამომრჩეველი.

საქვეყნოდ ვაცხადებ:

1. ვიზრუნებ საქართველოში სახელმწიფო მართვის ახალი, უფრო ეფექტური სისტემის დამკვიდრებაზე და ამ სისტემის მოთხოვნის საფუძველზე ქვეყნის სახელმწიფოებრივი ლეგიტიმურობის აღდგენისათვის;
2. ვიზრუნებ საქართველოს მოსახლეობის ეროვნული ერთიანობისათვის;
3. მივმართავ საქართველოს მოსახლეობას და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, აღიარონ 1990-1991 წლებში საყოველთაო სამართლიანი გზით მოსული საქართველოს ხელისუფლების კანონიერება და ლეგიტიმურობის უწყვეტობა. მივცემ საშუა¬ლებას დევნილობაში მყოფ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას, ანუ საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრებს, დაბრუნდნენ მშობლიურ ქვეყანაში და ახალ ეროვნულ მოღვაწეებთან ერთად თბილისში ჩაატარონ სხდომა;
4. შევუქმნა პირობები საქართველოს უზენაეს საბჭოს, რათა უახლოეს პერიოდში დანიშნოს საქართველოს ახალი პარლამენტის არჩევნები. ამით წერტილი დაესმება 21-წლიან დაპირისპირებას, მოხდება მორიგება და რეალური ეროვნული გაერთიანება;
5. ვიზრუნებ, რათა სახელმწიფო დონეზე მოხდეს 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების ობიექტური, სამართლებრივი შეფასება (კანონის, ან სხვა სახელმწიფო დოკუმენტის მიღება), სამართლიანობის აღდგენის უზრუნველსაყოფად. რომ მოხდეს 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაზარალებულთა რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური კომპენსაციით;
6. `ინტეგრაციისა~ და `გლობალიზაციის~ მიმდევართა, აგრეთვე სხვა ანტიეროვნულ მოდერნიზებულ ძალთა შემოტევის პირობებში (როცა აშკარად და ფარულად ებრძვიან ყოველივე ეროვნულს, _ ტრადიციებს, ზნე-ჩვეულებებს, ცდილობენ დაამკვიდრონ ქართველისათვის შეუფერებელი ცხოვრების წესი), საქართველოში დავამკვიდრო ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა, ისეთი, როგორზეც, ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე მიუთითებდა და ანდერძად დაგვიტოვა, _ `ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო~. საქართველოს ბედი და ქვეყნის ხელისუფალთა საკითხი არ უნდა იხილებოდეს და ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ უნდა ღებულობდნენ ირანში (როგორც წარსულში იყო), ამერიკაში, რუსეთში ან სხვა ქვეყნებში. ეს ქართველი ერის ურყევი ნების გამოხატულება უნდა იყოს!
7. გავატარებ, ქვეყნის ნეიტრალიტეტიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას, ანუ: გამოვაცხადებ საქართველოს, როგორც ნეიტრალურ ქვეყანას. ყველა ქვეყანასთან გვექნება თანაბარი, _ მეგობრული, პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობა;
8. საქართველო, თავისი ისტორიულ-ტერიტორიულ ფარგლებში, თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით და სხვა სულიერ-მატერიალური ფასეუ¬ლობებით, წარმო¬ად¬გენს ქართველი ერის ხელშეუხებელ საკუთრებას და მისი ყიდვის, გაყიდვის, გაცემა-გასხვისების უფლება არავის აქვს (გაცემული, მითვი¬სებული, გაყიდულ-გასხვისებული, წარ¬თმე¬უ¬ლი ტერიტორიებით, უნდა დაბრუნდეს!);
9. ვიზრუნებ, რომ ქვეყნის მართვის ახალი სისტემიდან გამომდინარე, შეიქმნას საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინა. ამ დოქტრინის საფუძველზე მოხდება სამხედრო თავდაცვითი უწყების ფორმირება;
10. ჩვენი გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზა მშვიდობაა. ამიტომ აიკრძალება საქართველოში ამერიკელი და სხვა ქვეყნის სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლა; ამერიკული და სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზებისა და ლაბორატორიების მოწყობა;
11. უარს ვიტყვი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სამხედრო ბლოკებში (მ.შ. `ნატო~-ში გაწევრიანებაზე);
12. უზრუნველვყოფ ავღანეთიდან ქართული შეიარაღებული ძალების შენაერთების გამოყვანას;
13. ვიზრუნებ, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა;
14. სახელმწიფოებრივად დავეხმარები დევნილებს პრობლემების გადაწყვეტაში;
15. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ ხელისუფლებასთან გავმართავ პირდაპირ დიალოგს. მოძმე ხალხების ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის აღდგენისა და განვითარების მიზნით, ხელს შევუწყობ სახალხო დიპლომატიის განვითარებას;
16. მართლმადიდებლობა გამოცხადდება სახელმწიფო რელიგიად;
17. ვიზრუნებ საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე (რეფერენდუმის გზით);
18. ვიზრუნებ საქართველოში მოქმედი რელიგიებისა და კონფესიების ხელშეუხებლობისა და პატივისცემისათვის;
19. ხელს შევუწყობ საქართველოში მოქმედი სათვისტომოების საქმიანობას;
20. უზრუნველვყოფ სახელმწიფო და პოლიტიკური ძალადობის აღკვეთას. მიღებული იქნება კანონი ლუსტრაციის შესახებ. განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სამოქალაქო კონტროლი;
21. ხელს შევუწყობ მსოფლიოში აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვისა და ღირსების ხელშეუხებლობის პრინციპების დამკვიდრებას;
22. ვიზრუნებ საქართველოში თავისუფალი აზრისა და სიტყვის თავისუფლე¬ბისათვის. პლურალიზმის პრინციპების დამკვიდრებისათვის. ეროვნული მედიაკანონმდებლობის გაუმჯობესებისათვის;
23. ვიზრუნებ ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე;
24. გადაიხედება, საქართველოს ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების უცხოეთში გატანის პრაქტიკა. აიკრძალება სახელმწიფო მუზეუმებიდან უნიკალური ექსპონატებისა და საფონდო მასალების საზღვარგარეთ გატანა;
25. საზოგადოებრივი მაუწყებელი და კერძო მასმედია გათავისუფლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მართვისაგან, კონტროლისაგან, უზრუნველყოფილი იქნება მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა;
26. საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნება ბიზნეს-პროკურატურის დეპარტამენტი, რომელიც იმუშავებს მეწარმეთა საქმიანობის სამართლიანობის დაცვის მიმართულებით. იზრუნებს ყოფილი (და ამჟამინდელი) ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიერ ნაძარცვი და მითვისებული უკანონო თანხებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სახელმწიფოს ბიუჯეტში დაბრუნებისათვის;
27. განხორციელდება წინა (და ამჟამინდელი) მმართველობის პერიოდში მესაკუთრეების მიმართ სახელმწიფო რეკეტის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება (ეს საქმე დაევალება საქართველოს მთავარი პროკურატურის ბიზნეს-პროკურატურის დეპარტამენტს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს);
28. მოხდება ყველა სტრატეგიული ობიექტის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება. ეს საკითხი დაევალება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის ბიზნეს-პროკურატურის დეპარტამენტს;
29. პრეზიდენტის აპარატთან შეიქმნება `დროებითი სამსახური~, რომელიც სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს მეანაბრეებისა და სხვა მოქალაქეების მიმართ, სახელმწიფო ვალდებულების განსაზღვრისა და ზარალის ანაზღაურების მექანიზმებს. დაუყოვნებლივ დაიწყება მეანაბრეთა თანხების ეტაპობრივი დაბრუნება;
30. პრეზიდენტის აპარატთან შეიქმნება გამოჩენილ `მეცნიერთა საბჭო~, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე მოამზადებს რეკომენდაციებს ქვეყნის განვითარების მიზნით;
31. საქართველოში განხორციელებული პრივატიზაციის ყველა საეჭვო გადა¬წყვე¬ტილება გადაიხედება სამართლებრივად (დაწყებული 1992 წლიდან დღეის ჩათვლით). ამ საქმეში ჩართული იქნება საქართველოს მთავარი პროკურატურის ბიზნეს-პროკურატურის დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტრო;
32. ხელს შევუწყობ საქართველოს გაერთიანებას მსოფლიო ისეთ ეკონომიკურ გაერთიანებებში, რომლებში ყოფნაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის;
33. ბიზნესი გათავისუფლდება სახელმწიფო ძალადობისაგან. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის განმსაზღვრელი იქნება, _ მეტი სამუშაო ადგილი და მეტი შემოსავალი მოსახლეობისათვის;
34. პენსიები გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, შემოღებული იქნება შეღავათები ომის, სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანებისათვის;
35. რუსეთის ხელისუფლებასთან აღვადგენ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ხელს შევუწყობ ქართველი და რუსი ხალხების ისტორიული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენასა და განვითარებას;
36. აიკრძალება საქართველოს მიწების მიყიდვა უცხოელებზე;
37. აიკრძალება უცხო ქვეყნის ხალხის ჩამოსახლება საქართველოში;
38. აიკრძალება საქართველოში უცხოელთა კვარტლებისა და ქალაქების აშენება;
39. ვიზრუნებ, რომ მოხდეს უცხოელების მიერ ნაყიდი მიწების ჩამორთმევა (დაუბრუნდებათ გადახდილი თანხა). მოხდეს უცხოელთა მიერ საქართველოში დაარსებული ფაბრიკა-ქარხნებისა და სხვა საწარმოების საკუთრების საქმეების გადახედვა. აუცილებლობის შემთხვევაში მათი საკუთრების მიმართ მოხდება მიწისა და საწარმოო ფონდების ნაციონალიზაცია;
40. მოქალაქის პირადობის მოწმობაში, პასპორტში და სხვა სახელმწიფო დოკუმენტებში აღდგება გრაფები: ეროვნება და მამის სახელი;
41. ჩემი, ანუ პრეზიდენტის განკარგულებით დაწესდება 2 ტიპის პირადობის მოწმობა და პასპორტი: ჩვეულებრივი და ელექტრონული (`აიდი~), რათა მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება.
42. ვიზრუნებ, რომ უახლოეს მომავალში მიღებული იქნეს კანონი `სახელმწიფო ენის შესახებ~. საქართველოში ყველა ოფიციალური ღონისძიება წარიმართება სახელმწიფო ენაზე. ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები სამსახურში ისაუბრებენ მხოლოდ სახელმწიფო ენაზე;
43. ვიზრუნებ ქართული ენის დაცვისათვის. ამ მიზნით საქართველოს განათლების სამინისტროში შეიქმნება დეპარტამენტი, რომელიც იმუშავებს არა მარტო იმისათვის, რომ სკოლებში იყოს ქართული ენის მაღალხარისხიანი სწავლება, არამედ ქვეყნის მასშტაბით ყურადღება მიექცეს ქართული ენის გამოყენების საქმეს;
44. მოვითხოვ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების შენობებს გაუკეთდეს ორგანიზაციის დასახელების, მათი საქმიანობის აღმნიშვნელი წარწერა მხოლოდ ქართულ ენაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში გაკეთდეს ორენოვანი _ ქართული და მისი შესაბამისი უცხოურენოვანი წარწერები;
45. ვიზრუნებ საქართველოში აგრარული დარგის, როგორც პრიორიტეტულის განვითა¬რებისათვის;
46. ვიზრუნებ მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების მოსახლეობისათვის დახმარების გაწევაზე და შეღავათების შემოღებაზე;
47. ვიზრუნებ, რომ რეგიონებში აღდგეს ან გაიხსნას ადგილობრივი პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოები, კოოპერატივები (საკონსერვო, ხილისა და ბოსტნეულის წვენის დამამზადებელი, მატყლის დამუშავების და სხვ.);
48. ხელს შევუწყობ საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობას, რათა სრულად იქნეს ათვი¬სებული ქვეყნის ბუნებრივი წყლის რესურსები, რაც შესაძლებელს გახდის ელექტროე¬ნერგიის მოხმარებაზე დაწესებული გადასახადის ტარიფის შემცირებას;
49. ხელს შევუწყობ მრეწველობის განვითარებას;
50. სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესს ექნება დაცვა, ანუ ხელშეუხებლობა. მცირე ბიზნესს დაუწესდება შეღავათები (ფიქსირებული გადასახადი და სხვ.)
51. ხელისუფლების მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებიან მხოლოდ პროფესიონალიზმის დონის გათვალისწინებით, _ შესაბამისი დარგის მცოდნე მაღალკვალიფიციური სპეცია¬ლისტები. ამ მხრივ გამოყენებული იქნება პრაქტიკოს მეცნიერთა სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალი;
52. ვიზრუნებ განათლების, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მოწესრიგებაზე;
53. ვიზრუნებ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებისათვის;
54. ვიზრუნებ ტურიზმის განვითარებაზე. სამკურნალო კურორტების განახლებაზე;
55. საქართველოს მასშტაბით, აიკრძალება ახალი სამორინეების დაარსება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და მერიების დახმარებით, ერთი წლის ვადაში, არსებული სამორინეები ქალაქის ცენტრიდან გადატანილი იქნება ქალაქგარეთ. ამ საქმეს გააკონტროლებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ბიზნეს-პროკურატურის დეპარტამენტი;
56. აიკრძალება სახელმწიფო და კერძო მასმედიით (პრესა, რადიო, ტელევიზია და ა.შ.) და ქუჩაში სამორინეების და ყველა სახის სათამაშო ბიზნესის რეკლამა და აგიტაცია-პროპაგანდა;
57. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მხილებული იქნებიან ანტიეროვნული, ქართველი კაცისათვის შეუფერებელი, წეს-ჩვეულებებისა და გაუკუღმართებული ზნეობის რეკლამაში, აგიტაცია-პროპაგანდაში და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ საქმიანობაში აეკრძალებათ საზღვარგარეთიდან დაფინანსება;
58. მოსახლეობის მხარდაჭერის შემთხვევაში, სამშობლოსათვის თავდადებულთა სახელის უკვდავსაყოფად განვახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს (პროექტებს).
ძვირფასო ამომრჩევლებო! მიმაჩნია, რომ თქვენი მხარდაჭერისა და ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის შესრულების შედეგად, საქართველო და ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას. საქართველო გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. მშობლიური ქვეყნის განვითარებისათვის ჩვენ არ გვჭირდება თავსმოხვეული იაპონური, შვედური, ფრანგული, სინგაპურის ან სხვა ქვეყნის მოდელი. ჩვენ გვაქვს და გვექნება დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ქართული მოდელი, რომელიც დაფუძნებული არის სოციალურ სამართლიანობაზე, ქართულ ტრადიციაზე და გამოცდილებაზე.

ქართველი ერი დაღუპვას უნდა გადავარჩინოთ!

ისე როგორც 1990 წელს, კვლავ ვდგავართ გზაგასაყარზე. ერთ მხარეს არის ქრისტეს გზა, ილიას გზა, ანუ გადარჩენის გზა, რომელიც სამართლიანობის აღდგენასა და ეროვნულ ერთიანობაზე გადის და მეორე _ ბარაბას გზა (მოდერნიზებული მტერი)! აირჩიეთ ქართველებო!

სამოქმედო გეგმა

1. ვიზრუნებ, რომ მოხდეს სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
2. სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის მოხდეს _ 1 ან 2%-იანი, ხანგრძლივი კრედიტების გაცემა;
3. ყველა დასახლებული პუნქტის გაზიფიკაცია;
4. ვიზრუნებ, რომ მოხდეს კომუნალური და სხვა სახის გადასახადების რეალურ მინიმუმამდე შემცირება;
5. ვიზრუნებ უცხოელ ინვესტორთა ხელშეწყობისათვის, რომელთა პროექტების განხორციელება სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის;
6. ვიზრუნებ ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის (რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გახდეს მწარმოებელი, და არა მარტო მომხმარებელი);
7. ვიზრუნებ უმუშევართა დასაქმებისათვის;
8. ვიზრუნებ, რომ შრომისუნარიან უმუშევარ მოსახლეობას (რომლებიც არ ღებულობენ პენსიას და ხელფასს) დახმარების სახით გამოეყოთ საარსებო და საჭირო ფულადი თანხა.
9. ვიზრუნებ ქართველი ემიგრანტების დაბრუნებისათვის, სამშობლოში მათთვის შეღავათების დაწესებაზე;
10. საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის შემთხვევაში, პირველივე დღეებიდან ვიზრუნებ მოსახლეობისათვის საბანკო ანაბრების თანხის ეტაპობრივად დაბრუნებისათვის. ამ საქმის განხორციელება დაევალება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის ბიზნეს-პროკურატურის დეპარტამენტს;
11. ვიზრუნებ ობოლი და მზრუნველობას მოკლებული, ლეიკემიით დაავადებული, აგრეთვე შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებისათვის პირობებისა და დახმარების გაწევის გაზრდისათვის;
12. ვიზრუნებ მოხუცთა თავშესაფრის პირობების გაუმჯობესებაზე;
13. ვიზრუნებ სახელმწიფო და კერძო მუზეუმების, ბიბლიოთეკების და სხვა კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე. დუშეთში აღდგება ილია ჭავჭავაძის და ნაზი შამანაურის მუზეუმები, გარემონტდება სახლი, სადაც ილია 10 წელი ცხოვრობდა;
14. ვიზრუნებ მასმედიის დამოუკიდებლობის დამკვიდრებისათვის. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დახმარებისა და მათს სარედაქციო საქმიანობაში ჩაურევლობის მიღწევისათვის;
15. პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული იქნება დანამატი თანხა შრომის სტაჟისა და შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაში მიღებული წოდების გათვალისწინებით;
16. პრეზიდენტის, ანუ ჩემი განკარგულებით, სახელმწიფოს ყველა თეატრში, საკონცერტო დარბაზსა და კინოთეატრში გასაყიდი ბილეთების რაოდენობის 20% გათვალისწინებული იქნება პენსიონერებისათვის. სახელმწიფოს ყველა კულტ-საგანმანათლებლო ორგანიზაციაში (მათ შორის მუზეუმებში) პენსიონერებისათვის გათვალისწინებული ბილეთები გაიყიდება ნახევარფასში. თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში შესვლისათვის პენსიონერებს განსაზღვრული ვადით გადაეცემათ დარბაზში დასწრების უფლების შეღავათიანი აბონემენტები;
17. ვიზრუნებ, რომ თბილისში (ათონელის ქ. #25) არსებული ორბელიანების სასახლე (რომელშიც საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები), სადაც ახლახანს განთავსებული იყო ნატო-ს ოფისი, გადაეცეს საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს და `9 აპრილის~ საზოგადოებას;
18. ვიზრუნებ ქართული ბანკების საქმიანობისათვის ხელშეწყობაზე;
19. ჩემი პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლების ზრდას. ამისათვის საჭიროა ქვეყანაში ყაირათიანი და გერგილიანი ატმოსფეროს დამყარება, ყველა საშუალების ამოქმედება. მაგალითად, ამჟამად კარგად მუშაობს საბანკო სისტემა, მაგრამ ის სამშობლოს უფრო მეტ მოგებას მოუტანს, თუნდაც ერთი მარტივი საკითხის გადაწყვეტით. ეროვნული ბანკი შაბათ და კვირა დღეს ისვენებს, კერძო ბანკები კი შაბათს მუშაობენ, მაგრამ აქვთ შეფერხება, რადგან შაბათ და კვირა დღეს ეროვნული ბანკი არ მუშაობს (ყველა საბანკო ოპერაცია კი ეროვნული ბანკის საშუალებით ხორციელდება) და შესაბამისად ეს საქმე იბლოკება. ეს ოპერაციები ამოქმედდება მხოლოდ ორშაბათს ან სამშაბათს. ჩვენთვის ძვირფასია ყოველი დღე და წუთი, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია შაბათ და კვირა დღეს ეროვნულმა ბანკმა იმუშაოს, რომ არ შეჩერდეს საქართველოში არსებულ ბანკებში საბანკო ოპერაციები. ამისათვის მე გამოვცემ ბრძანებულებას, რომელიც დაავალდებულებს ეროვნულ ბანკს შაბათ და კვირა დღეებში მუშაობას (კვირას ნახევარი დატვირთვით, ანუ მხოლოდ იმათ, ვინც ოპერაციების შესრულებაზე მუშაობენ), რაც ქვეყანას დიდ მოგებას მოუტანს.
20. სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისი გავლენას ახდენს საქართველოზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებისა და ზრდის მიზნით, საჭიროდ მიმაჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეიქმნას სპეციალისტების ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ ქვეყნის დაგეგმვის საკითხებზე. გეგმიური ეკონომიკის ფუნქციონირებით ავიცდენთ იმ ეკონომიკურ რყევებსა და ანარქიას, რომელიც ბოლო წლებში არცთუ იშვიათია;
21. ავკრძალავ სახელმწიფო ორგანიზაციებში მოქალაქეთა მიერ გამოგზავნილი წერილებისა და განცხადებების სხვადასხვა უწყებებზე გადამისამართების გაუმართლებელ პრაქტიკას, ანუ გადაგზავნას იმ ორგანიზაციებში, ვისაც ეს ეხება, ანუ იმათთან, ვისაც უშუალოდ ეხება ან უჩივიან (განცხადებებისა და წერილების მოშორების პრაქტიკა). ყველა მაღალჩინოსანს დაევალება, უშუალოდ მან გასცეს პასუხი მოქალაქეებს, მათ მიერ დასმულ საკითხების თაობაზე;
22. ვიზრუნებ საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე პირების ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაზე, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის;
23. ვიზრუნებ საქართველოში მცხოვრები მეცნიერებისა და გამომგონებლების სათანადო ხელშეწყობაზე. დავეხმარები ქვეყნისა და ხალხისათვის სასარგებლო კვლევების განხორციელებაში;
24. ვიზრუნებ კულტურისა და ხელოვნების დარგის განვითარებაზე;
25. ვიზრუნებ ქართული კინემატოგრაფიის შემდგომი განვითარებისათვის;
26. ვიზრუნებ ქართველი პოეტებისა და მწერლების საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობების გაუმჯობესე-ბისათვის, მათი შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობისათვის;
27. ვიზრუნებ სპორტული ბაზებისა და მოედნების კეთილმოწყობაზე. ქართველ სპორტსმენთა წახალისებაზე. ტრადიციული სპორტული სახეობების ხელშე¬წყობაზე. მასობრივი სპორ¬ტულ-გამაჯანსაღებელი მოძრაობის განვითარებაზე. მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონებისათვის შეღავათების დაწესებაზე, მათი სპორტული წარმატების ამსახველი ძეგლების დადგმაზე თბილისში და მშობლიურ ქალაქში ან რაიონში, აგრეთვე თბილისის ქუჩებისათვის მათი სახელების მინიჭებაზე;
28. ავკრძალავ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე (მინისტრებად, მათ მოადგილეებად და სხვ.) დანიშვნის მანკიერ პრაქტიკას, როცა ინიშნებიან უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებთან დაახლოებული ადამიანები მხოლოდ გუნდურობის პრინციპით, ან ოჯახის წევრები და ნათესავები;
29. პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის სავალდებულო გახდება, საქართველოს პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატის ცესკოში რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს, დაურთონ მათი კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, _ გაცემული ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული სამსახურების მიერ. ანალოგიური ცნობები საჭირო იქნება მთავრობის წევრებისა და საჯარო სამსახურის ყველა მაღალჩინოსნისათვის;
30. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პარლამენტს ჩააბაროს ანგარიში საზღვარგარეთ მისი ყოველი ვიზიტის შედეგების შესახებ. საიდუმლო ინფორმაცია გადასცეს კანონით დადგენილ სამსახურს. ანალოგიურად ყველა მინისტრი და საჯარო სამსახურის ყველა მაღალჩინოსანი ვალდებული იქნება, საზღვარგარეთ თავიანთი მოგზაურობის შედეგები აცნობოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან არსებულ სპეციალურ კომისიას ან პრემიერ-მინსტრის აპარატის იმ თანამშრომელს, ვისაც ეს ფუნქცია ექნება დავალებული (საიდუმლოს გარდა);
31. ჟურნალისტებისათვის ძალადობითა და თაღლითური გზით წართმეული გამომცემლობა `სამშობლოს~ შენობა და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი `სხივის~ და მის მიერ დაფუძნებული `9 აპრილის~ მუზეუმის ფართი დაუბრუნდება დევნილობაში მყოფ ჟურნალისტებს (დამნაშავეთა დასჯის მიზნით ჩატარდება სამართლებრივი გამოძიება). ამ საქმეს გააკონტროლებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ბიზნეს-პროკურატურის დეპარტამენტი;
32. ამჟამად მოქალაქეებისათვის მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებთან (სამინისტროებში, გამგეობებში და ა.შ.) კაბინეტში შესვლა მათი პრობლემების გადასაწყვეტად თითქმის შეუძლებელია, რადგან იქ შექმნილია ხელოვნური ბარიერები და ეს ჩინოვნიკები სასათბურე პირობებში სხედან. ამის გამო დაკარგული აქვთ ხალხთან ურთიერთობის კონტაქტი და ხშირად ვერ იგებენ ხალხის სატკივარს. რამდენადაც ყველა საჯარო სამსახურში არიან დაცვის თანამშრომლები და იქ თითქმის ყველგან ფარული კამერებია დაყენებული, იკრძალება პოლიციელთა მხრიდან სამინისტროში, გამგეობაში ან სხვა საჯარო სამსახურში შესვლის მსურველ მოქალაქეთა შეზღუდვა. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, მოქალაქეები თავისუფლად შევლენ ყველა საჯარო დაწესებულებაში (პროკურატურის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გარდა) კვირაში ორჯერ, დღის მეორე ნახევარში (შესვენების შემდეგ). დაწესდება მაღალი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების დღეები და დრო. ე.ი. მოქალაქე საქმის მოსაგვარებლად შევა საჯარო სამსახურის ნებისმიერ ჩინოვნიკთან. ორგანიზაციებში შექმნილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების (განყოფილებების) თანამშრომლები გამოთავისუფლდებიან `ცუდი ფოსტალიონის~ მოვალეობისაგან (როცა ისინი იყვნენ შუამავლები ხალხსა და ჩინოვნიკებს შორის).
33. მიმაჩნია, რომ ყველა მნიშვნელოვან საქმეს უნდა აკეთებდეს შესაბამისი განათლების მქონე პროფესიონალი (მაგალითად, ავადმყოფს უნდა მკურნალობდეს განათლებით ექიმი, მშენებლობას უნდა აწარმოებდეს მშენებელი-ინჟინერი და ა.შ.). ამისათვის კი მათ უნდა ჰქონდეთ ლიცენზია. დღეს კი თითქმის ყველა სფეროში მოვიდნენ დილეტანტები. ამ მხრივ მიმაჩნია, რომ მშენებლობას უნდა აწარმოებდეს ლიცენზირებული მშენებელი და არა დილეტანტი. ამიტომ უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მშენებლობის წარმოება მშენებელის ლიცენზიის გარეშე.
34. რამდენადაც თბილისის ქუჩებში არის ავტომანქანების მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა (მაქსიმალური 40-50 კმ/სთ-ში) და თითქმის ყველა ქუჩა და გზაჯვარედინი კონტროლდება ფარული ვიდეოკამერებით, ავტომანქანის მძღოლებისა და მგზავრებისათვის მოიხსნება შეზღუდვა დედაქალაქში ღვედებით მგზავრობის შესახებ. დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც ავტომანქანის მართვისას საუბრობენ მობილური ტელეფონით და სიგარეტს ეწევიან. ღვედების გაკეთების აუცილებლობა ძალაში დარჩება მხოლოდ ქალაქგარეთ მგზავრობისას.
35. ბოლო დროს, ტრანსპორტის მგზავრობის საქმე გამოსწორდა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ არსებული მეტრომანების გარდა შემოღებული უნდა იქნეს ექვსთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები, რაც გააადვილებს ტრანსპორტით მგზავრობის მდგომარეობას;
36. აიკრძალება შერჩევითი სამართალის მანკიერი პრაქტიკა, როცა პროკურატურისა და პოლიციის მიერ, ხელისუფალთა ან მავანთა დაკვეთით ხდება ე.წ. პრესტიჟული და პრიორიტეტული სამართლებრივი საქმის ობიექტური გამოძიება, სხვა ანალოგიური საქმეები კი ხდება მეორე ან მეათეხარისხოვანი. ყველა სამართლებრივი საქმის გამოძიება მოხდება თანაბარ პირობებში;
37. 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მოხდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიება;
38. მოხდება თბილისში, 1992 წლის 3 იანვარს და 2 თებერვალს მშვიდობიანი მიტინგისა და მანიფესტაციის დროს დახვრეტილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა მატერიალური და ფინანსური დახმარება, აგრეთვე შეღავათების დაწესება;
39. მოხდეს თბილისში, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს, აგრეთვე 2007 წლის 7 ნოემბერს, 2011 წლის 9 აპრილს და 2011 წლის 26 მაისს განხორციელებული მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევის შედეგად დაზარალებულებისათვის შეღა¬ვათების დაწესება;
40. ვიზრუნებ გარემოვაჭრეთა დახმარებისათვის, მათი პრობლემების გადაწყვეტისათვის;
41. ვიზრუნებ საქართველოში არსებული ბაზრებისა და ბაზრობების პირობების გაუმჯობესებისათვის. იქ არსებული პრობლემების გადაწყვეტისათვის. ე.წ. `ტალკუჩკების~ პირობების გაუმჯობე¬სებისათვის. აიკრძალება მდინარე მტკვრის ხიდებზე ნებისმიერი სახის ვაჭრობა;
42. გავამკაცრებ სასჯელს ბრინჯაოს ძეგლების მოპარვის ქურდებისადმი;
43. თბილისის მოსახლეობასთან შეთანხმებითა და მათი ნების გათვალისწინებით, ყოფილ სტალინის ბაღს დაერქმევა `9 მარტის~ სახელობის ბაღი და იქ აღიმართება 1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი. ამ მემორიალის დადგმის მიზნით გამოცხადდება კონკურსი. კონკურსის ჟიურიში წარმოდგენილი იქნებიან აგრეთვე 1956 წლის 9 მარტის მოვლენების მონაწილეებიც;
44. ქ. გორის მოსახლეობის ნება-სურვილისა და მოთხოვნის შესაბამისად, გორში აღი¬მართება იოსებ სტალინის ძეგლი;
45. თბილისში გმირთა მოედანზე (ცირკის მოპირდაპირე მხარეს) გაკეთდება სამშობლოს თავისუფლებისა და კანონიერების აღდგენისათვის დაცემულთა ხსოვნის მემორიალი, ანუ თბილისში 1992 წლის 3 იანვარს მეტროს სადგურ `დიდუბესთან~ გამართული მიტინგისა და 2 თებერვალს ცირკისა და აკადემ-ქალაქის ფერდობებთან მშვიდობიანი მიტინგისა და მანიფესტაციის მონაწილეთა დახვრეტის შედეგად დაცემულთა ხსოვნის ამსახველი მემორიალი.
46. 1992 წლის 3 იანვარს მეტროს სადგურ `დიდუბესთან~ გამართული მიტინგის ჩატარებისას და 2 თებერვალს მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს დაღუპულთა სახელები ეწოდება ქ. თბილისის ქუჩებს;
47. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბ-ნ ზვიად გამსახურდიას ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით, თბილისის აეროპორტს დაერქმევა ზვიად გამსახურდიას სახელი; თბილისის აეროპორ¬ტიდან მეტროს სადგურ `ისნის~ შენობამდე ქუჩას დაერქმევა ზვიად გამსახურდიას გამზირი; თბილისში თავისუფლების მოედანს დაერქმევა ზვიად გამსახურდიას მოედანი; ზვიად გამსახურდიას მოედანზე აღიმართება ზვიად გამსახურდიას ძეგლი (კონკურსში გამარჯვებული), ხოლო იქ არსებული ძეგლი გადატანილი იქნება რიყეზე, ან სხვა შესაფერის ადგილზე; მეტროს სადგურ `თავისუფლების მოედანს~ ეწოდება ზვიად გამსა¬ხურდიას სახელი;
48. საქართველოს ეროვნული გმირის ბ-ნ მერაბ კოსტავას ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით, თბილისში, ფილარმონიის შენობის მიმდებარე მოედანს ეწოდება მერაბ კოსტავას სახელი. მერაბ კოსტავას მოედანზე დაიდგმება მერაბ კოსტავას ძეგლი;
49. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, გაკეთდება საქართველოს დიდებისა და ხსოვნის კომპლექსი, რომელშიც გარკვეულ ადგილს დაიკავებს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ასახვა (გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი).
50. ვიზრუნებ, რომ ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ჩატარდეს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი. ხელს შევუწყობ ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული სიმღერების სწავლებისა და პროპაგანდის საქმეს, ამ მიზნით ჩასატარებელ ღონისძიებებს;
51. აიკრძალება, _ საქართველოში ყველა მასობრივი სანახაობის (უცხოელ მომღერალთა ჩამოყვანა და მათი კონცერტები, საახალწლო სანახაობები და ა.შ.) დაფინანსება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. ანალოგიური გასართობი პროგრამები ჩატარდება გრანტების მოპოვებით ან კერძო პირების ხელშეწყობით;
52. პრეზიდენტის განკარგულებით პარლამენტის მიერ დაწესებული შეღავათები არ ჩაითვალება როგორც მეორე სახელმწიფო პენსია და არ იმოქმედებს აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის (მათ შორის მარტოხელა პირებისათვის) განკუთვნილი შრომის პენსიის მიღებაზე;
53. აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გამოძევებული დევნილებისათვის ჩემი ზედამხედველობით ყოველწლიურად, აშენდება ერთი ან რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი;
54. ვიზრუნებ სახელმწიფო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლეთა და სტუდენტთა სამხედრო-პატრიოტული აღზრდის გაუმჯობესებისათვის. ახალგაზრდების ქართულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის უკეთესი პირობების შექმნისათვის;
55. შევამცირებ კერძო უმაღლესი სასწავლებლების, სკოლებისა და კოლეჯების სახელმწიფო ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის დადგენილ გადასახადს;
56. პრეზიდენტის პატრონაჟით თბილისში გაიხსნება ა.პუშკინის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ან ინსტიტუტი);
57. დავაყენებ საკითხს, რომ გაიზარდოს მედმუშაკთა შრომის ანაზღაურება;
58. ვიზრუნებ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა პირობების გაუმჯობესებისათვის. ამჟამად სასჯელაღსრულების საპატიმროებში მყოფი პატიმრები არიან დაუსაქ-მებელნი. ამ მიზნით, საჭიროდ მიმაჩნია საბჭოთა პერიოდში არსებული პრაქტიკის განახლება, რაც კოლონიებში პატიმართა დასაქმებით გამოიხატებოდა. ისინი ეწეოდნენ სასარგებლო შრომას. ამის გამო მათ უხდიდნენ ფულად თანხას. პატიმრები გამომუშავებულ ხელფასის თანხას საპატიმროდან თავიანთ ოჯახებს უგზავნიდნენ. ამ მხრივ გამოყენებული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთა გამოცდილება;
59. განვახორციელებ საქართველოში არსებული დიდების ობელისკების, ძეგლებისა და 9 აპრილის მემორიალების აღდგენა-რესტავრაციას. მოპარული ბრინჯაოს ძეგლების: ი. ჭავჭავაძის, მეორე მსოფლიო ომის გმირების და ა.შ. ძეგლების აღდგენას ან ახალი ძეგლების დადგმას.
60. რისკიანი პროფესიის (მაგ. მფრინავებს და ა.შ.) კატეგორიის ვეტერანებს დაენიშნებათ გაზრდილი საპენსიო თანხა;
61. ვიზრუნებ, რომ მაღაროელებს და სხვა მძიმე (ჯანმრთელობისათვის მავნე) სამუშაოებით დასაქმებულ მოქალაქეებს, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა სამუშაო პირობების გამო მეტად შეზღუდულია, ადრეულ ასაკში დაენიშნოთ განსაკუთრებული კატეგორიის პენსია;
62. უსინათლო, ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს დაუწესდებათ გაზრდილი პენსია;
63. სოციალურად დაუცველებისათვის გაორმაგდება ამჟამად მათთვის დაწესებული დახმარების თანხა;
64. განვახორციელებ საქართველოში მცხოვრებ მეწარმეთა საქმიანობისათვის ხელშეწყობას;
65. დავაყენებ საკითხს, რომ სათანადოდ დაფასდეს სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა შრომა;
66. დავაწესებ უფასო განათლების შემოღებას სახელმწიფოს უმაღლეს სასწავლებლებში;
67. უზრუნველვყოფ უფასო სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფოს პოლიკლინიკებში და საავადმყოფოებში;
68. ვიზრუნებ ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში (ონკოლოგიურის და სხვ.) დაავადებების პროფილაქტიკური და სამკურნალო, აგრეთვე ქირურგიული ოპერაციების ხარჯებისათვის უფასო პროგრამების რაოდენობის გაზრდისათვის;
69. სოციალურად დაუცველებისათვის გაორმაგდება ამჟამად მათთვის განკუთვნილი დახმარების თანხა;
70. თბილისში: აღმაშენებლის გამზირისა და თამარ მეფის გამზირის გადაკვეთაზე გაკეთდება მიწისქვეშა ქალაქი და მიწისქვეშა გადასასვლელები, რაც განმუხტავს ე.წ. ტრანსპორტის საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში და საფეხბურთო მატჩების ჩატარებისას. ამ მოედანზე დაიდგმება დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც ქალაქგარეთ გაიტანეს.
სასტუმრო `ივერიის~ მიმდებარე მოედანზე დაიდგმება დავით აღმაშენებლის ახალი ძეგლი (უფრო დიდი ზომის, რომელიც იქ არსებულ უზარმაზარ სივრცეს მოერგება).
რუსთაველის გამზირზე მეცნიერებათა აკადემიის შენობისა და სასტუმრო `ივერიის~ მიმდებარე ტერიტორიიდან გაკეთდება მიწისქვეშა სატრანსპორტო გზა, რომელიც გავა ზვიად გამსახურდიას მოედნამდე და იქიდან წავა სხვადასხვა (ასათიანის, ბარათაშვილის და სხვა ქუჩების) მიმართულებით. ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება თანამედროვე არქიტექტურის შესაბამისი საცხოვრებელი სახლები და საოფისე შენობები.
მარჯანიშვილის მოედნიდან აღმაშენებლის გამზირის დასაწყისამდე გაკეთდება სწორი გზა. აქ დაინგრევა ორსართულიანი ავარიული სახლები და მათ ადგილზე აშენდება თანამედროვე არქიტექტურის შესაფერისი მაღლივი შენობები. აღმაშენებლის გამზირის დასაწყისში ყოფილ მარქსის მოედანს ეწოდება მიხეილ ვორონცოვის მოედანი, სადაც დაიდგმება მიხეილ ვორონცოვის ძეგლი (დაახლოებით ისეთი, როგორიც ადრე იყო).
თბილისში, თელავში, გორში, ქუთაისში და ბათუმში გაკეთდება მწვანე გაზონი, სადაც ტრამვაი იმოძრავებს და ა.შ.
71. ვიზრუნებ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი, სომეხი, ასირიელი და სხვა ეროვნების ხალხების მშვიდობიანი, მეგობრული, ძმური თანაარსებობისა და საქმიანობის დამკვიდრებისათვის;
72. ვიზრუნებ, რომ საქართველოში იყოს ეროვნული ხელისუფლება, რომელსაც ეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და პარლამენტი. აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას მოახდენენ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიები;
73. გაეწევათ დახმარება ახალდაქროწინებულებს. მშობლები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას ყოველი ბავშვის გაჩენისას;
74. ვიზრუნებ, რომ მრავალშვილიანი დედები უზრუნველყოფილი იყვნენ სრულყოფილი დახმარებით.
ქართველი ხალხის კეთილი ნების სიმტკიცე და სამშობლოს სიყვარული არის საწინდარი საქართველოში კანონიერების აღდგენის, ეროვნული გაერთიანების, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა და ბედნიერი მომავლისა. ვიაროთ ილიას გზით, მხოლოდ ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

პატივისცემით,
ახალი ეროვნული მოძრაობა `სამშობლოს~ სპიკერი,
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თამაზ ბიბილური
საგურამო. 2 აგვისტო, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31