ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თეიმურაზ მჟავიას საარჩევნო პროგრამა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინაშე დგას, არის ქვეყნის მთელი ტეირტორიიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების გაყვანა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და წინა რეჟიმებისაგან მემკვიდრეობით დატოვებული მართვის ბოლშევიკური სისტემის დემონტაჟი. ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადაჭრისთვის აუცილებელია ქართული საზოგადოების საერთო ეროვნული თანხმობა, რომლის საფუძველი იმის აღიარება უნდა გახდეს, რომ საქართველო არის ერთიანი, განუყოფელი და სეკულარული სახელმწიფო, სადაც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე განმტკიცებულია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ადგილი და ფუნქცია და იმავდროულად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება; რომ უპირობო და შეუვალია საქართველოს სახელმწიფოს უფლება განახორციელოს საკუთარი იურისდიქცია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აფხაზეთის ჩათვლით. ამასთან, ქართველი ერის შეუვალი ნებაა აღადგინოს მოყვრული ურთიერთობა აფხაზ ხალხთან და გააჩნია კონკრეტული იურიდიული სქემა ამ ნების რეალიზაციისა; რომ ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ „ოსეთის შექმნა დაუშვებელია“. „სამხრეთ ოსეთი“ არის რუსი დამპყრობლების მოგონილი სახელი და მათივე შექმნილი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული, რომლის არსებობას არც ისტორიული, არც იურიდიული, არც ეკონომიკური, არც კულტურული და არც მორალური საფუძველი არ ჰქონდა და არ აქვს, ხოლო ოსი ეროვნების მოსახლეობის სპეციფიკურ ინტერესთა რეალიზაციის ოპტიმალურ ორგანიზაციულ ვარიანტად ფუნქციური ავტონომია უნდა იქნეს აღიარებული; რომ საქართველოში ერთადერთი ეთნიკური უმცირესობა არის მხოლოდ აფხაზი ხალხი, ყველა სხვა ეთნოსი არის დიასპორა. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს - ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე; რომ დაუშვებელია ქართულ-აფხაზური-ოსური „კონფედერაციის“, ანუ ნებაყოფლობით ხელშეკრულებაზე დამყარებული, სამართლებრივად იოლად დაშლადი გაერთიანების შექმნა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31