ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამა
ძვირფასო თანამემამულენო,

ჩვენი სამშობლო უძველესი ქვეყანაა, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. ჩვენმა მარადიულმა ფასეულობებმა, უმძიმესი განსაცდელის მიუხედავად, დღემდე მოიყვანა ქართველი ერი. ევროპული ფასეულობების სახელით კი ბოლო წლებში თავს გვახვევენ იმას, რასაც არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ფასეულობებთან.

ადამიანის ღვთით მინიჭებული უფლებები ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების წინ იყო აღიარებული. თამარ მეფემ 800 წლის წინ გააუქმა სიკვდილით დასჯა, სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები აქ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და ერთად აშენებდნენ ქართულ სახელმწიფოს. დიდი ხნით ადრე, ვიდრე თანამედროვე სოციალური სახელმწიფოები გაჩნდებოდა, ქრისტეშობიდან მეათე საუკუნეში საქართველოში „საგლახაკო“ გადასახადი არსებობდა – შემოსავლის მეათედი უპოვართათვის იყო განკუთვნილი.
სწორედ ამ ფასეულობების შენარჩუნებისკენ მოგვიწოდებს ჩვენი პატრიარქი, რომელიც სხვა კონფესიების ლიდერებმა კავკასიის სულიერ მამად აღიარეს. დასავლური ორიენტაციის სახელით მოსულმა რეჟიმმა კი ფეხქვეშ გათელა ეროვნული ფასეულობები და ტრადიციები, თავად დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები; სამართლის უზენაესობა ფიქციამდე დაიყვანა, სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად ვიწრო ჯგუფის ინტერესების დამცველი, ძალმომრეობაზე მდგომი სახელმწიფო შექმნა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა - უარი უთხრა ძალმომრეობაზე დამყარებულ რეჟიმს და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მოითხოვა. ამ დღეს თითქმის მთელი საქართველო იმედის თვალით უყურებდა, ახლა კი, ერთი წლის თავზე, კოჰაბიტაციური მმართველობის ყოველი დღე გვაშორებს ჩვენი უმთავრესი მიზნების შესრულებას.

დღეს კოჰაბიტაცია ნიშნავს თანამშრომლობას იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლის მმართველობის დროს ქვეყანას ჰყავდა ორასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, ასიათასობით პრობაციონერი, ათიათასობით უკანონო და ნაწამები პატიმარი; ძალასთან, რომლის სინდისზეა ციხეებში დაღუპული 600-ზე მეტი პატიმარი, მიტინგებსა თუ ქუჩებში დახოცილი ადამიანები, გამოუძიებელი მკვლელობები, ტოტალური მოსმენები და თვალთვალი, წაგებული ომი, ათასობით დევნილი, დაკარგული ტერიტორიები...
კოჰაბიტაციამ დაამუხრუჭა სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ნორმალურ განვითარებას მომავალშიც. ამ ინერციის უარყოფითი შედეგების დაძლევა მყისიერად, ერთ დღეში შეუძლებელია, თუმცა ეს შესაძლებლობაც დაიკარგება, თუ საქართველოში დარჩება ხელოვნურად შექმნილი ორპარტიული მმართველობს სისტემა.

დღეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქვეყანა კვლავ უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დგას. სწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შანსი, გამოვიდეთ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელსაც 20 წელია, თავი ვერ დავაღწიეთ. ამისათვის კი პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი არ იყოს არც „ქართული ოცნების“ და არც დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი მის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლების ნაცვლად კვლავ ერთმანეთთან კოჰაბიტაციურ თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკური ელიტის პირისპირ დარჩება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ხალხის მოთხოვნებთან.

ქვეყანას სისტემური ცვლილებები ესაჭიროება! უნდა მოხდეს არსებული, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მემკვიდრეობით მიღებული მახინჯი სისტემის დემონტაჟი. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი. კანონი უნდა კანონობდეს. კანონის უზენაესობა ცარიელ სიტყვებად არ უნდა რჩებოდეს. მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემთხვევაში შევძლებთ ღირსეული ქვეყნის აშენებას; ქვეყნის, რომელშიც ყველა მოქალაქე ერთმანეთს პატივს სცემს, გაუფრთხილდება მრავალსაუკუნოვან კულტურას, დაიცავს და გააგრძელებს წინაპრების ტრადიციებს. მხოლოდ ამაყ, განათლებულ და უზრუნველყოფილ ერს შეუძლია საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვა, სხვა ერების პატივისცემის დამსახურება.

დღეს საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება მკაფიო, ეფექტიანი, სამოქალაქო თანხმობაზე დამყარებული, ქვეყნის გამაერთიანებელი სამოქმედო გეგმა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მის განსახორციელებლად საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურა წამოვაყენე, ვინაიდან მტკიცედ მჯერა:

თქვენი მხარდაჭერით და მანდატით, შევძლებ ისეთი საგარეო პოლიტიკის წარმართვას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების განხორციელებას. ასევე შევძლებ სწორი შიდა პოლიტიკური ორიენტირების დასახვას და ეფექტური მმართველობის ხარჯზე ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

მე ვიცი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა:

იხილეთ სრული ვერსია
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31