ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიორგი თარგამაძის საარჩევნო პროგრამა
•ქვეყნის გამთლიანება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებელი პირობაა ქვეყნის დეოკუპაცია. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რუსეთთან მოლაპარაკების განახლება სარკოზი-მედვედევის 7 პუნქტიანი გეგმის შესრულების მოთხოვნით. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს და რუსეთს ერთნაირად ემუქრება რელიგიური ექსტრემიზმისა და ფუნდამენტალიზმის სახით, ამიტომ კავკასიაში ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტიულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის დაწყების პარალელურად. რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ჩრიდოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფაქტორი უნდა განიხილოს არა საფრთხედ, არამედ შემაკავებელ ფაქტორად, ისევე როგორც ეს ავღანეთში ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში დეზინტეგრაციული პროცესები თავად რუსეთის ფედერაციაში, რაც თავისთავადი საფრთხე იქნება საქართველოსთვისაც. ერთიანი
საქართველო – ძლიერი დასავლელი პარტნიორებით და ერთიანი რუსეთის ფედერაცია დაცული რელიგიური და ნაციონალისტური საფრთხეებისგან, არის ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესში. ეს კონცეფცია შესაძლებელია გახდეს საქართველო-რუსეთის შემდგომი მოლაპარაკებების, ქვეყნის დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი.

•საქართველოს ინტეგრირება ევროპულ სტრუქტურებში;

პრეზიდენტის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს საქართველოს უსაფრთხო, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა. საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი მთავრი საგარეო პრიორიტეტი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციიაა. აქედან გამომდინარე, სამხედრო სტრაგეგიული თვალსაზრისით ნატო არის ერთადერთი ალიანსი, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ინდივიდუალური პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სტრაგეგიულ პატნიორებთან, სამხედრო, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ასპექტებში. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებად მიგვაჩნია ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით, გაერთიანებული სამეფო, და ე.წ. აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები, როგორებიცაა პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნები. მეორეს მხრივ, საქართველო გააქტიურებს ურთიერთობებს ისეთ მსხვილ აზიურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ძალებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია. ეს არის ბაზარი, რომელიც უტოლდება მსოფლიოს ნახევარს და ამავდროულად ძალიან სერიოზულ საინვესტიციო ძალას წარმოადგენს. იმისთვის, რომ ბოლომდე მოხდეს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის ენერგო სატრანზიტო დერეფნის რეალიზაცია, ჩვენმა ქვეყანამ განსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობები უნდა განავითაროს შუა აზიის რესპუბლიკებთან და შეინარჩუნოს კეთილმეზობლური ურთიერთობა ირანთან. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთოების სრულფასოვნად აღდგენა და ურთიერთობის
ნორმალიზება კვლავაც იქნება პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი პრიორიტეტი. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს სტრატეგიული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ან დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმის ხარჯზე. ამავე დროს
ფრთხილი მიდგომაა საჭირო, იმისთვის, რომ არ განვითარდეს საქართველოს რუსულ ბაზარზე და ენერგეტიკულ სექტორზე ზედმეტი დამოკიდებულება, რაც მოსკოვს ჩვენს ქვეყნაზე ზეგავლენის დამატებით ბერკეტებს მისცემს. საჭიროა გამოიკვეთოს ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გაგრძელდეს და გააქტიურდეს დიალოგი საერთაშორისო ფორმატებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით.

•ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობის მიღწევა;

საბიუჯეტო ხარჯების რაციონალიზაცია;
საგადასახადო პოლიტიკის ფორმირება სოციალური სოლიდარობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით - პროგრესული გადასახადებისა და დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედება;
კონკურენციის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება;
მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კონკრეტული საგადასახადო ინიციატივით;
ექსპორტის სახელმწიფო წახალისება;
თავისუფალი ბიზნესის უკეთესი დაცვის მექანიზმების ფორმირება/გაძლიერება;
მიზობრივი იაფი სესხების უზრუნველყოფა მცირე ბიზნესისთვის;
სამართლიანი, დაბალი ტარიფების ფორმირება.


•განათლების მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

უნდა გაიზარდოს სკოლების ვაუჩერული დაფინანსება და მოხდეს პედაგოგების 900 ლარიანი საბაზისო ხელფასით, პორტატული კომპიუტერებით და სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;
ყველა სოფელში უნდა იყოს სკოლა;
უნდა გაძლიერდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო მხარდაჭერა და მოხდეს მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადების სისტემის სრულყოფა (სამაგისტრო პროგრამების სახელმწიფო მხარდაჭერა, არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის კადრების მომზადების სპეციალური პროგრამის ამოქმედება);
უნდა დაიწყოს მართლმადიდებლური კულტურის ისტორიის საგნის სწავლება სკოლებში;
საატესტაციო გამოცდების ჩაბარებით და მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილებით უნდა დაფინანსდეს სტუდენტთა სწავლის საფასურის მინიმუმ 70%, ხოლო მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, მაღალმთიანი რეგიონების სტუდენტები 100 %-ით დაფინანსდებიან;
შეიქმნება სტუდენტური სახელმძღვანელოების ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც ყოველწლიურად ითარგმნება ათასზე მეტი სასწავლო ლიტერატურა, განთავსდება სპეციალურ საიტზე და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ;
სწავლებაშეჩერებულ სტუდენტებს უნდა მიეცეთ გამოცდების ჩაბარების უფლება და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ექნებათ სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
სკოლამდელი აღზრდის სისტემა უნდა დაუბრუნდეს განათლების სამინისტროს და უნდა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე;
სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს უნდა მიენიჭოთ პედაგოგის სტატუსი;
უნდა გაიზარდოს სახელობო სასწავლებლების დაფინანსება და აღდგეს უკანასკნელ წლებში დახურული სასწავლებლები.

•მართლმადიდებელი ეკლესიისათვის კონსტიტუციურად მინიჭებული განსაკუთრებული ადგილის გარანტირება და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვა;

•საქართველოს მუდმივი ღირებულებების და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების და მომავალი თაობებისათვის უწყვეტად და უცვლელად გადაცემის ხელშეწყობა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31