ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნუგზარ ავალიანის საარჩევნო პროგრამა
პოლიტიკური მრწამსი და მიმართულებები

ნუგზარ ავალიანი მარქს–ენგელს–ლენინ–სტალინის მეცნიერული მემკვიდრეობის შემოქმედებითი განვითარებისა და პრაქტიკული რეალიზების თვალსაზრისის აქტიური მიმდევარია. “ერთიანი კომუნისტური პარტიის” პროგრამული მოთხოვნებიდან გამომდინარე მისი, როგორც თანამედროვე კომუნისტის, პარტიის ერთგული წევრისა და აქტივისტის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:

1. სოციალიზმის აღორძინება, მისი მონაპროვრების დაბრუნება, წარმოებისა და ცხოვრების სოციალისტური წესის დამკვიდრება, პირველ რიგში – საწარმოო პოტენციალის ამოქმედება და უმუშევართა დასაქმება.

2. ხალხის ხელისუფლების დამკვიდრება საბჭოების ფორმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში მუშების, გლეხების, მშრომელი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენელთა არჩევა.

3. სუვერენული სახელმწიფოების ტრადიციული, ძმური, მეგობრული სახელმწიფოებრივი კავშირურთიერთობების, პირველყოვლისა ეკონომიკური კავშირების აღდგენა.

მისი პოლიტიკური კრედო ეფუძნება იმ ძირითად სოციალურ პრინციპს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა განაპირობებს თითოეული ადამიანის კეთილდღეობას, ხოლო ეროვნულ საკითხში ის ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, სოციალისტური, მაღალგანვითარებული საქართველოს მომავლის მიმდევარია.

ახალ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ერთად ავაშენებთ, იქნება:

1. პირობები ყველა მოქალაქის მშვიდობიანი და ღირსეულიცხოვრებისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ეტაპობრივი აღდგენისათვის, მოძმე აფხაზი და ოსი ხალხების ინტერესების, განუყოფელი უფლებებისა და თავისუფლებების გათ- ვალისწინებით;

2. დამკვიდრებული ჭეშმარიტი დემოკრატია და დაცული მოქალაქეთა უფლებები, პატივი, ღირსება და თავისუფლება;

3. გადაწყვეტილი ამოცანები, რომლებიც ითვალისწინებს მოსახლეობის პირადი უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის, ყველა მოქალაქის ბინით, მუდმივი შემო- სავლის წყაროთი, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებითა და განათლებით უზრუნველყოფას;

4. მიღწეული საქართველოს ჭეშმარიტი პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუ- კიდებლობა; გამოცხადებული ნეიტრალიტეტი; დადებული ხელშეკრულება სტრატეგი- ული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ რუსეთთან; დამყარებული თანასწორი და ურთიერთსასარგებლო კავშირები აშშ-სთან და მსოფლი- ოს სხვა ქვეყნებთან; გადაწყვეტილი საქართველოს შესვლა ევროპის კავშირში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31