ძვირფასო თანამემამულენო, თქვენგან სახელისუფლო მანდატის მიღების შემდეგ ჩემი უმთავრესი ვალდებულება იქნება:
1.დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას კანონი სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო მოღვაწეთა უმკაცრესი პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც არ შეასრულებენ ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს.
2.საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რეალური საგარეო პოლიტიკური კონცეფციის შემუშავება: მოძმე რუსეთთან ძმობის, მეგობრობის და კეთილმეზობლობის დაუყოვნებელი აღდგენა კავკასისს ევრაზიული სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. პირველივე წელს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიან საქართველოში. რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით სახალხო მეურნეობის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისა და დარგების სახელმწიფოს მართვაში თავმოყრა. სოციალური სამართლიანობის პრიორიტეტით, მიწის რესუსრსით თავისუფალი სარგებლობა, მეურნეობის ფორმების თავისუფალი შერჩევა ( კოლექტიური, ფერმერული, კოოპერაციული და ა.შ)
4. ეროვნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალის აღდგენა და განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლება, სპორტის, კულტურის სფეროებში, სახელმწიფოს მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
5. საარსებო მინიმუმის რეალური ზღვარის დადგენა, პენსიების პროგრესული ზრდის დაწესება, დამსახურების გათვალისწინებით. სოციალურად დაუცველთა არასრულწლოვანებზე და მოსახლეობის ყველა ფენაზე სახელმწიფოს მიერ ზრუნვა. ომისა და შრომის ვეტერანთა მიმართ მაქსიმალური საპენსიო განაკვეთის დაწესება და სოციალური შეღავათების გათვალისწინება. მეანაბრეთა თანხების დაბრუნების პროცესების დაწყება.
6. დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. საჯარო დაწესებულებებში ყველა დასაქმებულს, მათ შორის, პედაგოგებს და ექიმებს, დამსახურების მიხედვით ღირსეული ანაზღაურება.
7. საქართველოში აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა, დავით აღმაშენებლის ტრადიციით ( კაცი იყავ, კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცე).
8. აუცილებლად შეიქმნას უხუცეს მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ერისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეები 33 წევრის შემადგენლობით.
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები