ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამა

განათლება და მეციერება

სახელმწიფო უზრუნველყოფს განათლების, როგორც კონსტიტუციური უფლების დაცვას. ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპებისრეალურად განხორციელებას და  შექმნის აკადემიური თავისუფლების დაცვის საკნონმდებლო გარანტიებს  და მექანიზმებს.

ჯანდაცვა

ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტურია. მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრევენციულ მედიცინაზე.

დემოკრატია

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცედურები. აუცილებელია მოქალაქეთა სრულუფლებიანი მონაწილეობა ქვეყნისმართვაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითმმართველობის, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.

თითმმართველობა

თვითმმართველობის რეფორმის არსია ავტორიტარიზმის პირობებში ჩამოყალიბებული ზეცენტრალიზებული სისტემის დეცენტრალიზაცია, მმართველობის უფრო ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება. ადგილობრივი მმართველობები ავტონომიურნი უნდა იყვნენ ცენტრისაგან და, ამავე დროს, - ანგარიშვალდებულნი უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე.

პოლიტიკური პარტიები

კოალიციის გამარჯვებამ საქართველოში დაასრულა ერთპარტიული მმართველობა და სათავე დაუდო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის განვითარებას.

სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის იქნება სამოქალაქო ინიციატივების, ინსტიტუტების ავტონომიურობის გარანტი. პრეზიდენტის ვალდებულებაა,იმოქმედოს მოქალაქეთა თავისუფლების უზენასობის პრინციპის შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუტის მთელი პოლიტიკური გავლენა ჩააყენოსმოქალაქეთა სამსახურში, უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება, იშრომონ საკუთარი ხედვებისა და ღირებულებების შესაბამისად.

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებები უნივერსალური და საყოველთაოა. დემოკრატიული სახელმწიფო მიზანია, ყოველი ადამიანის უფლებები ერთნაირად დაიცვას.სახელმწიფო არ უნდა დაუშვას ამა თუ იმ ნიშნით ადამიანთა დევნა, შევიწროება და დისკრიმინაცია.

ბიზნესი:

ჩვენ დავიწყეთ და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობების შექმნა ბიზნესისა და მეწარმეობისათვის.   უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; პრეფერენციული საექსპორტო პირობების შექმნა და ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება; მომსახურებაზე, სამუშაო ძალასა და კაპიტალზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გავრცელების ხელშეწყობა; ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი პრიორიტეტებია.

სასამართლო

სასამართლოს დეპოლიტიზაციამ, როგორც ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციის ზრდა, ასევე საერთაშორისო რეპუტაციის აღდგენა უნდა განაპირობოს. მოსამართლეებირეალურად უნდა გათავისუფლდნენ ნებისმიერი სახის კონტროლისაგან,  და არ უნდა ცნობდნენ სხვა ავტორიტეტს, გარდა კანონისა და სამართლიანობისა. ამ მიზნისათვის, პირველ რიგში,  უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები ხელისუფლების სამივე შტოს მონაწილეობით;

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანაა.  საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს, რაც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა.

უნდა მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის და ეფექტიანობის მუდმივი ზრდა,  ნებისმიერი თანამედროვე საფრთხეისა  და გამოწვევასთან გასამკლავებლად.

საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები

აუცილებელია საგარეო პოლიტიკის გააქტიურება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, საერთაშორისო და რეგიონალურპარტნიორებთან, განსაკუთრებით შშ-სა  და ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტივობის ზრდის, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების და ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, დეოკუპაცია და საერთაშორისოდაღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენას.

აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამემამულეებს ვთავაზობთ ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო.

საერთაშორისო თანამეგობრობაში ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსის დამკვიდრება

ევროპული კულტურა და ღირებულებები ყველაზე ახლოს დგას ქართულ ეროვნულ იდეასა და  იდენტობასთან. საქართველო პოლიტიკურად  უნდა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული სახლის მშენებლობაში.

საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები და რეგიონალური თანამშრომლობა

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უმნიშნელოვანესი სტიმულისაქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის; პრიორიტეტულია აშშ-სა და საქართველოს  სტრატეგიული პარნიორების ქარტიის ფარგლებში ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზება და აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობისხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარკებების დაწყება; საქართველოს აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპას და აზიას  შორის თანამშრომლობის, დიალოგის და თანხმობის ადგილად. ასევე  აქტუალურია თურქეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ენერგეტიკის, სატრანსპორტოდა სავაჭრო სფეროებში; შავი და კასპიის ზღვების ქვეყნებთან რეგიონალური თანამშრომლობა და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში.

ეკლესია

საქართველოს ეკლესიის კონსტიტუციით აღიარებული ისტორიული როლის ხაზგასმა მოხდა საკონსტიტუციო შეთანხმების –კონკორდატის მეშვეობით.  პრეზიდენტი იქნება მისი დაცვის გარანტი.

კულტურა

სახელმწიფოს  უმთავრესი ამოცანებია, ერთი მხრივ –  არსებულის დაცვის, შენახვის, პოპულარიზაციის, კულტურულ ფასეულობათა გავრცელების, ადამიანთა კულტურული ცნობიერების ამაღლების, და მეორე მხრივ – კულტურის უწყვეტი განვითარების, შემოქმედებითი შრომის პირობათა უზრუნველყოფა.

ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, კულტურული, რელიგიური სიჭრელე ამოუწურავი რესურსია მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული სივრცის ფორმირებისათვის, ადამიანებს შორის დიალოგისა და ურთიერთგაგებისათვის.

ქართული ენა სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკომპლექტდება იმ სფეროების წარმომადგენლებით, რომლებსაც საგანგებო ყურადღება სჭირდება. ესაა ბიზნესი, ფერმერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, სტუდენტობა, ემიგრანტები და ა.შ.  რაც განაპირობებს  პრეზიდენტის მუდმივ ჩართულობას საზოგადოების პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად.

· პრეზიდენტი იქნება თითოეული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი.

· პრეზიდენტი იქნება გარანტი, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარება მოხდება დაბალანსებულად.

· პრეზიდენტი ჩაერთვება ქვეყანაში საგარეო ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაციის შექმნაში

· პრეზიდენტი იქნება  მთავრობისა და პარლამენტის პარტნიორი და ამ თანამშრომლობის ძირითადი აქცენტი იქნება საზოგადოების ჩართულობაზე.

· საქართველოს პრეზიდენტი იზრუნებს საერთაშორისო არენაზე მოახდინოს ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

იხილედ სრულად

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31