ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სერგო ჯავახიძის საარჩევნო პროგრამა

მოძრაობა
"სამართლიანი
საქართველოსთვის"
ჩვენი სახელმწიფო ჩვენი ოჯახია!
მოძრაობა "სამართლინი საქართველოსთვის"
პრეზიდენტისა და მისი მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაშვებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა შეცდომებმა საფრთხე შეუქმნა ჩვენი სახელმწიფოს არსებობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და განვითარებას. ჩვენ წარმოგიდგენთ კონკრეტულ პროგრამას, რომლის განხორციელება შეაჩერებს ეკონომიკურ კრიზისს და შესაძლებელს გახდის ეკონომიკის და სოციალური პოლიტიკის სწორ განვითარებას, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებას.
სამართლიანობა, ერთიანობა, კეთილდღეობა!

 

საპარლამენტო რესპუბლიკა ჩვენი გეგმაა

სახელმწიფო მართვის საპარლამენტო სისტემა (ევროპული მოდელი) დიდად შეუწყობს ხელს:
. ქვეყანაში ავტორიტარიზმის და ერთპიროვნული მმართველობის თავიდან
აცილებას;
. სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების განვითარებას;
. პოლიტიკური თანხმობის მიღწევას;
. სტაბილური, დემოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებას;
. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
. კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს გაერთიანებას;
. მთლიანად გამოირიცხება ერისათვის დიდად საზიანო და სახიფათო გადაწყვეტილებების მიღება და მათი სპონტანური განხორციელება. საპარლამენტო მმართველობის პირობებში (2%-იანი ბარიერის დროს), პარლამენტში აირჩევა ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, რომელიც კი
რეალურად გამოხატავს ხალხის გარკვეული ნაწილის ნებას.
. ასეთი პოლიტიკური ძალები ორგანულად იქნებიან დაინტერესებული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით;
. დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების კონკურენცია არის ყველაზე ქმედითი საშუალება კორუფციასთან საბრძოლველად;
. სახელმწიფოს მეთაური, არჩეული პარლამენტის მიერ, იქნება სახელმწიფო ინსტიტუტთა სტაბილური საქმიანობისა და სახელმწიფო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის არბიტრი და გარანტი;
. უზრუნველყოფილი იქნება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა: ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. საპარლამენტო მოწყობის პირობებში შეიქმნება პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლება – მთავრობა. სახელმწიფოს მართვის საპარლამენტო მოწყობა უზრუნველყოფს:
. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას;
. გაათავისუფლებს კერძო საკუთრების ინსტიტუტს და მეწარმეობას მმართველი ჯგუფის წნეხისაგან;
. ხელს შეუწყობს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.


ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა

. გაუქმდება მოგების გადასახადი;
. გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი პროცენტებზე;
. გაუქმდება დღგ-ს გადასახადი საბაჟოზე;
. საშემოსავლო გადასახადი შემცირდება 15%-მდე;
. გაუქმდება `ფინანსური პოლიცია~;
. სამართალდარღვევებზე პასუხიმგებლობა ძირითადად ფინანსური სანქციებით
განისაზღვრება;
. ჩამოყალიბდება საგადასახადო დავების განხილვის სპეციალიზირებული
სასამართლო, შეიზღუდება მეწარმეთა სარჩელის განხილვის ვადები.

ჩვენი საბიუჯეტო პოლიტიკა

. დეფიციტი შემცირდება მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე;
. 2-ჯერ გაიზრდება ინფრასტრუქტურის, მათ შორის ექსპორტისა და სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის, დაფინანსება, რაც იქნება მშპ-ის 5%;
. 2-ჯერ გაიზრდება განათლების და მეცნიერების დაფინანსება, რაც იქნება მშპ-ის 5 %; 
. 3-ჯერ გაიზრდება ჯანდაცვის დაფინანსება, რაც იქნება მშპ-ის 4%;
. 2-ჯერ შემცირდება თავდაცვის დაფინანსება, რაც იქნება მშპ-ის 2%;
. 2-ჯერ შემცირდება სხვა ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება, რაც იქნება მშპ-ის 2%


ჩვენი მონეტარული პოლიტიკა

. გაერთიანდება ეროვნული ბანკი და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო;
. გაძლიერდება მონეტარული პოლიტიკის და ფინანსური სექტორის საზედამხედველო ფუნქციები;
. გაერთიანებული ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარი ამოცანა იქნება დაბალი ინფლაციის შენარჩუნება.
. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად საქართველო გახდება სამართლიანი და ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყანა.
. შემცირდება საგადასახადო ტვირთი და შემსუბუქდება ადმინისტრაციული წნეხი ბიზნესზე;
. საქართველო, პრაქტიკულად, გახდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა;
. ინფლაცია იქნება დაბალი;
. ფინანსური სექტორი - მდგრადი.

ჩვენ მივაღწევთ:
საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიან, 8-12%-იან ზრდას;
სტაბილური სამუშაო ადგილების სწრაფად შექმნას.

სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი გეგმა

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ჩვენი გეგმა მოიცავს:
. სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელებას;
. ექსპორტის მხარდაჭერას;
. კერძო ინვესტიციების მოზიდვას;
. გასაღების ბაზრების მოძიებაში სახელმწიფო მხარდაჭერას;
. ფალსიფიკაციასთან ბრძოლას. სახელმწიფო ინვესტიციები განხორციელდება:
. საწარმოო ინფრასტრუქტურაში, მათ შორის, საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებში;
. ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში;
. სარწყავ და სადრენაჟო სისტემების შექმნაში;
. კომუნიკაციების მშენებლობაში;
. ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მხარდაჭერაში;
. მიწის ხარისხის და შემადგენლობის შეფასებაში (გამოსაყენებელი პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების შერჩევა-გამოყენება). სახელმწიფო ინვესტირების მიზანია საექსპორტო პროდუქციის წარმოების განვითარება და შემდგომ მისი განკერძოება. კერძო ინვესტიციების მხარდასაჭერად შეიქმნება სრულყოფილი და დეტალური საინფორმაციო სისტემა საქართველოში არსებული აგრარული რესურსების შესახებ:
. ჩამოყალიბდება და განვითარდება მიწის ბაზარი;
. სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს ქართული პროდუქციის რეკლამირებაში საერთაშორისო ბაზრებზე;
. ვიბრძოლებთ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უცხოეთში.


ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება
ჩვენი პრიორიტეტია


ინფრასტრუქტურის დაფინანსების ჩვენი პრიორიტეტებია:
. გაზიფიკაცია და განათება;
. ტრანსპორტი და გზები;
. წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემა და დასუფთავება. 
. კომუნიკაციები და ალტერნატიული ენერგიეს წყაროები.

გაზიფიკაცია და განათება - თბილი და განათებული ქვეყანა!

გაზი უნდა მივიდეს: 1. ქალაქებში; 2. ტურისტულ და რაიონულ ცენტრებში; 3. დაბებსა და სოფლებში. უნდა განათდეს: 1. ქალაქები და საერთაშორისო მნიშვნელობის გზები; 2.
ტურისტული და რაონული ცენტრები; 3. სახელმწიფო მნიშვნელობის გზები.


ტრანსპორტი - მივიდეთ ყველგან!

ჩვენი ამოცანაა მთელი ქვეყნის დაფარვა ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტით:
. დაბებისა და სოფლების დაკავშირება რაიონულ ცენტრთან;
. რაიონული ცენტრის დაკავშირება რეგიონალურ ცენტრთან;
. რეგიონალური ცენტრის დაკავშირება დედაქალაქთან.

საგზაო ინფრასტრუქტურა - უკეთესი გზით მივიდეთ ყველგან!
1. საერთაშორისო მნიშვნელობის გზები;
2. სახელმწიფო და ტურისტული მნიშვნელობის გზები;
3. რაონული მნიშვნელობის გზები;
4. დაბებისა და სოფლის შიდა გზები.

წყალმომარაგება და დასუფთავებასუფთა წყალი და სუფთა გარემო!

ჩვენი პრიორიტეტი იქნება წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების და დასუფთავების პრობლემის მოგვარება: 1. ქალაქებში; 2. თურისტულ ზონებში; 3. რაიონულ ცენტრებში; 4. დაბებსა და სოფლებში.

ჩვენ მივაღწევთ:
სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ქართველი გლეხის გაძლიერებას და სიამაყის დაბრუნებას.

ჩვენი სოციალური პოლიტიკა

სოციალური პოლიტიკის მიზნები და ამოცანები

სახელმწიფო უმთავრესი საზრუნავია ადამინი!
საარსებო მინიმუმის გადახედვა;
შეიცვალოს სააარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი;
გაუტოლდეს პენსია საარსებო მინიმუმს;
შემუშავდეს ადრესირებული სოციალური დახმარების სისტემა;





დევნილები უზრუნვეყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ფართით

. სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მცხოვრებ დევნილებს დაუკანონდებათ საცხოვრებელი ფართი, ან შევუძენთ საცხოვრებელ ფართს იმავე ქალაქში/რაიონულ ცენტრში/სოფელში;
. კერძო ინფრასტრუტურაში მცხოვრებ დევნილებს შევუძენთ საცხოვრებელს იგივე ქალაქში/რაიონულ ცენტრში/სოფელში, ან გამოვისყიდით კერძო ინფრასტრუქტურას და დავუკანონებთ არსებულ საცხოვრებელს;
. კერძო სექტორში ქირით მცხოვრებ დევნილებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ფართს იმავე ქალაქში/რაიონულ ცენტრში/სოფელში.
ჯანდაცვის მომსახურებით მოსახლეობის უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ეკონომიკა ემყარება: საკუთრების და დაფინანსების სამართლიან ფორმას, სახელწიფო დაფინანსებას, რომელიც გაიზრდება 3-ჯერ ( შეადგენს მშპ-ის 4%-მდე დღევანდელ ფასებში _ 850 მილიონ ლარს), კერძო სადაზღვევო სისტემის განვითარებას და რეალურ ფასებზე ორიენტაციას.
ჯანდაცვის გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის საჭიროა საიმედო ინფორმაცია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სისტემის მუშაობის შესახებ.
აუცილებელია ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის აღდგენა და ინფორმაციის ღირებულების გათვალისწინება ჯანდაცვის ბიუჯეტში.

ჯანდაცვის სფეროში ჩვენი პრიორიტეტებია:

. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის სახელმწიფო დაზღვევა ღირსეული საბაზისო პაკეტით;
. პაკეტის გაფართოება, დახვეწა, სრულყოფა;
. საზოგადოებრივი ჯანდაცვის აღდგენა;

სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაში

. განვითარდეს სოფლის ამბულატორიები და პოლიკლინიკები,;
. საავადმყოფოები;
. შეიქმნას ლაბორატორიული ქსელი.

ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ნარკომანთა რეაბილიტაცია

ჩვენი პოლიტიკის მიხედვით ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი გახდება ნარკომანიის პრობლემასთან ბრძოლა – ერის გადარჩენა. ავადმყოფობა არ უნდა ისჯებოდეს, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა ადამიანს, არამედ დაავადებას.
. განხორციელდება ნარკომანთა რეაბილიტაცია;
. პირველი ეტაპი იქნება სარეაბილიტაციო კურსის დანერგვა;
. მეორე ეტაპი _ ნარკომანთა განთავსება ნარკოთავშესაფრებში; ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო გრძელვადიანი მკურნალობის ნარკოთავშესაფრების ინფრასტრუქტურის შექმნა: რეგიონალურ ცენტრებში, თბილისში და ქუთაისში.

ჩვენ მივაღწევთ:

სამართლიანი და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას და მოსახლეობის სოციალურ დაცვას, სახელმწიფოს მხრიდან; სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის 100%-ის უზრუნველყოფას; ნარკომანიის წინაამღმდეგ სწორი ბრძოლით ერის გადარჩენას.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა ემყარება ქართველი ხალხის არჩევანს
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველმა ხალხმა მტკიცედ გამოხატა თავისი ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალებისადმი, ეროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის სურვილი. ეს ერთადერთი სწორი არჩევანია ჩვენი შემდგომი უსაფრთხო არსებობისა და კეთილდღეობისათვის და ეს არჩევანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ჩვენი გეგმის პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩვენ განვახორციელებთ ღია, სტაბილურ, მეგობრულ პოლიტიკას მეზობელი სახელმწიფოებისადმი, როგორც სანდო, სტაბილური და სასურველი პარტნიორი, მხოლოდ პოზიტიურ წვლილს შევიტანთ რეგიონალურ უსაფრთხოებაში.

საგარეო პოლიტიკის პირველი რიგის ამოცანაა ნდობის აღდგენა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის სწორი წარმართვით, ჩვენ აღვადგენთ ჩვენი მოკავშირეების ნდობას. გავაფართოებთ და გავაღრმავებთ ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ:
. სიტყვის და მედიის თავისუფლებას;
. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას;
. სამართლიანი არჩევნების სისტემის შექმნას;
. დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას;
. ადამიანის უფლებების დაცვას;
. შეიარაღებული ძალების სწორ აღმშენებლობას;
. სწორი სამეზობლო და საგარეო პოლიტიკის წარმოებას.

ჩვენ არ დავუშვებთ ინტეგრაციის თემით კონტრპროდუქტიულ სპეკულაციას!

საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა მეზობლებთან დიალოგის წარმართვა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოს არსებობისათვის, საქართველოს გაერთიანებისათვის, საერთაშორისო სისტემაში უსაფრთხო და ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.
. ჩვენ დავიწყებთ დიალოგს რუსეთთან, კონტრპროდუქტიული ულტიმატუმების წამოყენების გარეშე.
. ვაწარმოებთ რეალისტურ, დაბალანსებულ პოლიტიკას და აღვადგენთ კულტურულ და ეკონონომიკურ კავშირებს.
. აღვადგენთ ნდობას და ურთიერთობას ჩრდილო კავკასიის ხალხებთან. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ამ ფაქტორის უდიდეს მნიშვნელობას ჩვენთვის და კავკასიის მთელი რეგიონისათვის.

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ამოცანაქვეყნის გაძლიერებაა
ჩვენი ამოცანაა საქართველო გავაძლიეროთ და დავაყენოთ ფეხზე.
ჩვენ უარს ვამბობთ:
1. ომით კონფლიქტების მოგვარებაზე;
2. `რეზერვისტებზე~;
3. სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე.

კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია თანაცხოვრების ღირსეული პირობების შექმნით
ჩვენ უარს ვამბობთ ძალის გამოყენებით კონფლიქტების მოგვარებაზე.
გვინდა გაერთიანება და აფხაზ და ოს ხალხთან ერთად თანაცხოვრება.
. უნდა ვიპოვოთ საერთო ენა აფხაზებთან და ოსებთან;
. საქართველო, მათ შორის, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ვერ იარსებებს აფხაზების და ოსების გარეშე; მაგრამ ვერც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იარსებებს საქართველოს გარეშე;
. ჩვენ უნდა შევქმნათ ქართველების და აფხაზების, ქართველების და ოსების ერთად ცხოვრების ღირსეული პირობები. პირველი ნაბიჯი ამ გეგმის განსახორციელებლად უნდა იყოს ახალგორის
და გალის რაონების და კოდორის ხეობის დემილიტარიზაცია:
. დევნილების უსაფრთხო დაბრუნება;
. მხოლოდ საერთაშორისო პოლიციური ძალების კონტროლის დაწესება;
. საერთაშორისო ეგიდით ერთობლივი ეკონომიკური პროექტების
განხორციელება.

არმიის მშენებლობის ჩვენი გეგმა

საქართველოს თავდაცვითი ფუნქციებით აღჭურვილი, NAთO-ს სტანდარტების
შესაბამისი, არმიის მშენებლობის ჩვენი გრძელვადიანი გეგმა:
. არმიის დაფინანსება მშპ-ის 2 პროცენტით;
. შესყიდვებზე დემოკრატიული კონტროლის განხორციელება;
. მხოლოდ პროფესიული არმია;
. საერთაშორისო ოპერაციებში ქართული ჯარის მონაწილეობა;
. ოფიცრების მომზადება - ბრძოლის მართვის ვერტიკალის ჩამოყალიბება
(ბრძანების თანამიმდევრული და იერარქიული შესრულება);
. არმიის რეზერვში მხოლოდ ჯარგამოვლილი კონტრაქტორები.
. განვითარდეს სამოქალაქო თავდაცვა


სამართალდაცვის ჩვენი გეგმა

სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების ჩვენი გეგმა მოიცავს:
. დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას;
. დაფინანსების მშპ-ის 2%
. პოლიტიკური დევნის ბერკეტების გაუქმებას;
. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის დეკრიმინალიზაციას;
. ყველა გამოუძიებელ საქმეზე პასუხის გაცემას (გამოძიების დასრულებას).
საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსით მიღებული ახალი კანონების
მოქმედებით უნდა გამოირიცხოს სამართალდამცველების მხრიდან:
. ძალის გადამეტების დაუსჯელობა;
. ნარკოტიკების და იარაღის ჩადება;
. ყალბი მოწმეების ინსტიტუტის მოქმედება.


მთავარი პოლიტიკური ამოცანა
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სწორი საგარეო
პოლიტიკის წარმართვა, საქართველოს გაერთიანება, მსოფლიოში
ღირსეული ადგილის დამკვიდრება, შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს
მართვის ჭეშმარიტად დემოკრატიული სისტემის დამკვიდრების შემდეგ.
თვისობრივად უნდა შეიცვალოს სახელმწიფო მოწყობისა და მართვის
არსებული სისტემა. სახელმწიფოს ახალმა მოწყობამ სისტემურად უნდა
გამორიცხოს ბელადომანია და ავტორიტარული რეჟიმის აღმოცენება.


თბილისი:
www.mjfg.ge

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31