#1 თამაზ ბიბილური - საინიციატივო ჯგუფი: ლენა ბეჟიაშვილი, მურად ალაშვილი, გელა ადეიშვილი, ორესტ ბედია, ავთანდილ წერეთელი, გურამ ლომთაძე, ამირან ნორაკიძე
#1 თამაზ ბიბილური - საინიციატივო ჯგუფი: ლენა ბეჟიაშვილი, მურად ალაშვილი, გელა ადეიშვილი,  ორესტ ბედია, ავთანდილ წერეთელი, გურამ ლომთაძე,  ამირან ნორაკიძე
მისამართი: თბილისი, თემქა, III მკრ.,
IV კვ., კორპ., 53-ე, ბინა 21.
ტელ.: 264-37-36. მობ.: 591 24 28 10.

პირადი ინფორმაცია:
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული. ორი ვაჟიშვილი.
ეროვნება: ქართველი.
დაბადების თარიღი: 12. 09. 1945.
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო.
პროფესია ჟურნალისტი, კინოსა და ტელევიზიის რეჟისორი

პარტიულობა: უპარტიო

განათლება:

1952 _ 1962 თბილისის 24-ე საშ. სკოლა.
1962 _ 1964 საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სატელევიზიო სტუდია (ხელმძღანელები ს. ევლახიშვილი და შ. ქარუხნიშვილი).
1963 _ 1968 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1966 _ 1971 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, კინო-ტელედრამატურგი.
1976 _ 1981 ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი, სარეჟისორო ფაკულტეტი, კინოსა და ტელევიზიის რეჟისორი.
2010 _ 2012 ქ. თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება:

1963 _ 1970 კინოსტუდია `ქართული ფილმი~ (სხვადასხვა თანამდებობები).
1976 _ 1980 საქ. სახ. ტელე-რადიოკომიტეტი, კორესპონდენტი.
1978 _ 1982 საქ. დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების კინოსტუდია, რეჟისორი.
1982 _ 1988 საქართველოს კომკავშირის ცკ-ს კინოსა და ტელევიზიის განყოფილების გამგე.
1989 _ დღემდე საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი`სხივის~ პრეზიდენტი.
1990 ¬_ 2000 `9 აპრილის~ მუზეუმი, დამაარსებელი და დირექტორი.
1992 _ 2000 `ძმები სიმენსების~ (საქართველო-გერმანიის მეგობრობის ამსახველი) თბილისის კერძო მუზეუმი, დამაარსებელი.
1991 _ 1992 თბილისში რიყეზე, კულტურის ცენტრის პროექტი(ნაწილობრივ განხორციელდა, რადგან მოხდა სახელმწიფო-კრიმინალური გადატრიალება და პუტჩი შედეგად მოსულმა თბილისის მერმა არ მისცა საშუალება პროექტის დასრულებისა).
1992 24 ივნისი დილით ადრე, როდესაც სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში ტერორისტული აქტი განხორციელდა, მაშინვე იქ მივიდა და დაპირისპირებულ მხარეთა შორის ჩადგა, როგორც მედიატორი ; ერთ-ერთი პირველი შევიდა ტელევიზიის შენობაში, შეძლებისდაგვარად წესრიგში მოიყვანა სააპარატო ოთახები და გენდირექტორის კაბინეტი (სადაც ერთი დღე იმყოფებოდა).
1999 ა. პუშკინის დაბადებიდან 200 წლისთავთან  დაკავშირებით, რუსეთის საელჩოსთან შეთანხმებით, თბილისში განახორციელა პროექტი, - ღონისძიებები, მათ შორის პუშკინის მოყვარულთა მარათონი, პუშკინის ყოფნასთან დაკავშირებული ადგილების გავლით (იდეის ავტორი და ორგანიზატორი).
1990 _ 2000 განახორციელა საკუთარი საქველმოქმედო პროექტი, - `მსოფლიოს ქვეყნების ხელოვანთა ნამუშევრების (ფერწერა, ფოტოხელოვნება) თბილისში უფასი ჩვენება~. გამომცემლობა `მერანის~ და `9 აპრილის~ მუზეუმის დარბაზში 15-ჯერ მოაწყო ევროპის სახელმწიფოების ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა (მათ შორის  ნაჩვენები იყო პარიზის ლუვრში დამზადებული ჯოკონდას ასლი და სხვ.).
1997 _ დღემდე საზოგადოება ~ილიელი~-ს (ი.ჭავჭავაძის) თავმჯდომარე.
2006 _ დღემდე `9 აპრილის~ საზოგადოების თავმჯდომარე.
2000 _ დღემდე გაზეთ `სხივის~ მთ. რედაქტორი.
2010 _ დღემდე გაზეთ `სოლიდარობა _ XXI~-ის მთ. რედაქტორი.
2011 – დღემდე გაზეთ "სამშობლო+"-ის მთ. რედაქტორი.
2001 _ დღემდე საქართველოს ივ. ჯავახიშვილის, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის, იურიდიულ, ეკონომიკურ და უცხო ენათა ფაკულტეტებზე სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორი.
2010 ­ დღემდე არასამთავრობო (საზოგადოებრივი) ­ საქართველოს ეროვნული მოძრაობა ,,სამშობლო"-ს სპიკერი.
2007 ნოემბერი, დეკემბერი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის არჩევნებზე, პრეზიდენტობის კანდიდატი.
2012 საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია. აკადემიკოსი.
2006 ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გადარჩენის მიზნით მოწყობილი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საპროტესტო აქციისა და შიმშილობის (საპროფესოროში) ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე (6 დღე იშიმშილა).
1993-2000 თავისი ინიციატივითა და ხარჯით, როგორც ფილანთროპმა თბილისში დააარსა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა საკვირაო შემოქმედებითი სკოლა, რომელშიც ყოველწლიურად 30-50 მოსწავლე მონაწილეობდა. თბილისში 5-ჯერ მოაწყო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა ნახატების გამოფენა.
1989 7-8 აპრილი ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის ხალხის სამსახურში ჩაყენების მიზნით, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტის შენობასთან მოწყობილი საპროტესტო მიტინგისა და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9  აპრილის მოვლენების, 2007 წლის 7 ნოემბრის (რამდენიმე დღე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული) და 2012 წლის 9 აპრილის რბევის დაზარალებული.
1994 კეთილი ნების დესპანი.კეთილი ნების ადამიანთა მარათონი და ჟურნალისტური ექსპედიციები 1994 თბილისი-გორი-ზესტაფონი ­ ქუთაისი; იდეის ავტორი და ხელმძღვანელი. 1995 თელავი - ­სიღნაღი-თბილისი-გორი-ზესტაფონი-ქუთაისი; იდეის ავტორი და ხელმძღვანელი.
1989-92 მოსკოვში დონის მონასტერში განახორციელა საკუთარი პროექტი, _ მირქმის ეკლესიაში ქართული სამლოცველოსა და ქართველ დიდებულთა საძვალის მოვლა-პატრონობის სამუშაოები; ინტერიერს დაუბრუნა სრულყოფილი სახე.

შრომების ნუსხა:

2005 აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი `სხივის~ სამეცნიერო კონფერენცია _ `აფხაზეთი: ისტორია, კონფლიქტის მიზეზები, მოგვარების გზები~, მოხსენება `აფხაზეთის კონფლიქტი და მასმედია~.
2007 თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენება: `აფხაზეთის პრობლემები და ქართული პრესა~.
2008 თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენება: `გამოჩენილი მოაზროვნე და ქართული ჟურნალისტიკის პატრიარქი~.
2009 ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი დუშეთის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის დაარსების 110 წლისთავისადმი. მოხსენებები: 1. "ვაჟა-ფშაველა ჩვენი თანამედროვეა"; 2. "ალექსანდრე როინაშვილის ცხოვრება და შემოქმედება".

ჯილდო: დიპლომები და სიგელები; სამკერდე ნიშანი _ `სახალხო განათლების წარჩინებული~; ახალგაზრდობისა და სტუდენტთა XII მსოფლიო ფესტივალის მედალი; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საიუბილეო დროშა.

ენების ცოდნა: ქართული (მშობლ.), რუსული (სრულყოფილად), ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ჩეხური, პოლონური ენები (ლექსიკონის დახმარებით).

ინტერესები: ქართული ხალხური და კლასიკური მუსიკა, სპორტი (სირბილი-მარათონი, ალპინიზმი, ც

ბეჭდვა