ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
# 17 ქართლოს ღარიბაშვილი - საინიციატივო ჯგუფი: თამარ ღარიბაშვილი, ზინა ღარიბაშვილი, ცირა ჯავახიშვილი, შალვა ოჩხიკიძე, რამაზ ჭელიძე
# 17 ქართლოს ღარიბაშვილი - საინიციატივო ჯგუფი: თამარ ღარიბაშვილი, ზინა ღარიბაშვილი, ცირა  ჯავახიშვილი, შალვა ოჩხიკიძე, რამაზ ჭელიძე
დაბადება. დრო და ადგილი.

25 აპრილი 1954 წელი.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა.
თეთრიწყაროს რაიონი.
სოფელი ჯორჯიაშვილი.

სწავლა

1971 წელს დავამთავრე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბოგვის საშუალო სკოლა – წარჩინებით.

1976 წელს დავამთავრე მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი – წარჩინებით.

1979 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე – „მექსიკის პოლიტიკური სისტემა“ – მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვია სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მუშაობა

1977–1984 წლებში ვმუშაობდი მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მიმყავდა ბურჟუაზიული ქვეყნების კონსტიტუციური სამართლის სალექციო კურსი და საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1984–1986 წლებში ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

1987 წლიდან დღემდე ვარ ადვოკატი

პოლიტიკური ბიოგრაფია.

პოლიტიკაში ვარ 1988 წლიდან და ვამაყობ, რომ დღეს მოქმედ ქართველ პოლიტიკოსებში მაქვს ყველაზე მდიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია.

ყველაფრის ჩამოთვლას რამდენიმე სქელტომიანი წიგნი დასჭიდება, რადგან 1988 წლიდან დღემდე მონაწილეობა მაქვს მიღებული ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო პოლიტიკურ ღონისძიებაში.

გამოვყოფდი ზოგიერთ მათგანს:

მიუხედავად დამკვიდრებული ჩემი აგრესიული იმიჯისა, აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში მონაწილეობა არ მიმიღია. მე ადვოკატი ვარ, შესაბამისად პაციფისტი.

ვიყავი საქართველოს სახალხო ფრონტის შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი და დამფუძნებელი, თბილისის სახალხო ფრონტის თავჯდომარე, საქართველოს დემოკრატიული სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და მისი თავჯდომარე, მოძრაობა დემოკრატიისათვის „დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და მისი თავჯდომარე, დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი და მისი ლიდერი, პოლიტიკური პარტიის – „საქართველოს ადვოკატების“ დამფუძნებელი და მისი ლიდერი, საქართველოს 1992–1995 წლების პარლამენტის წევრი, ფრაქცია "დემოკრატის" თავმჯდომარე და საქართველოს კონსტიტუციის ერთ–ერთი ავტორი, დსთ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იურიდიული კომისიის თავჯდომარე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის იურიდიული კომისიის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის ყველა არჩევნების მონაწილე და ა.შ.

ადვოკატის ბიოგრაფია.

ვამაყობ, ასევე, რომ მაქვს საქართველოში ყველაზე მდიდარი საადვოკატო ბიოგრაფია.

1996 წელს პირველად საქართველოში დავაფუძნე ადვოკატთა დამოუკიდებელი კორპორაცია და ვარ მისი პრეზიდენტი დღემდე, 2001 წელს მოძრაობა – „ადვოკატები კორუფციის წინააღმდეგ“ დამფუძნებელი, 2001 წელს საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაცია და ვარ მისი პრეზიდენტი დღემდე.

ნაწარმოები მაქვს ბევრი საქმე, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ იცის.

ჩემი საადვოკატო საქმიანობისთვის ორჯერ დამიჭირა ედუარდ შევარდნაძემ, ერთხელ მიხეილ სააკაშვილმა.

ამომრჩეველი გაიგებს, რომ საზოგადოებაში ჩემს მიმართ არსებული მაღალი ნდობა შექმნილია ჩემი მრავალწლიანი საქმიანობით, რაც არის საქართველოს ამომრჩევლების მიერ ჩემთვის ნდობის გამოცხადების მყარი საფუძველი 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.

ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი

კონსტიტუციური სამართლის დოქტორი

9 ოქტომბერი. 2013 წელი


2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთედ იყრის კენჭს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30