ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
# 20 ნუგზარ ავალიანი - საინიციატივო ჯგუფი: ვაჟა ბარბაქაძე, ციცინო ცინცაძე, ნათელა იაგანაშვილი, ისიდორე გაგოშვილი, გიორგი სიხარულიძე.
# 20 ნუგზარ ავალიანი -  საინიციატივო ჯგუფი: ვაჟა ბარბაქაძე, ციცინო ცინცაძე, ნათელა იაგანაშვილი, ისიდორე გაგოშვილი, გიორგი სიხარულიძე.
დაბადა 1942 წლის იანვარში კომუნისტ პედაგოგთა ოჯახში.

1974 წლიდან სკკპ წევრია.

1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის I საშუალო სკოლა,
1965 წელს წარჩინებით – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ქ. თბილისში.

1970 წლიდან სახელმწიფო და პარტიულ სამუშაოზეა. სხვადასხვა დროს მუშაობდა თერჯოლის რაიონის არქიტექტორად, სახალხო დეპუტატთა ქუთაისისა და ტყიბულის საქალაქო საბჭოების აღმასკომების თავმჯდომარეთა პირველ მოადგილედ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ,
პარტიის ქუთაისის ავტოქარხნის რაიკომის, წყალტუბოსა და ტყიბულის საქალაქო კომიტეტების პირველ მდივნად.

არჩეული იყო სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების რამდენიმე მოწვევის დეპუტატად, საქართველოს კპ ცკ–ის წევრობის კანდიდატად და წევრად.

1983–86 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვში, სკკპ ცენ-ტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, რომლის დამთავრებისთანავე დაიცვა დისერტაცია სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

საქართველოს კომუნისტური პარტიის აკრძალვის შემდეგ 1991 წლიდან ნ. ავალიანი ფაქტობრივად უმუშევრად და უფუნქციოდ დარჩა, ხოლო კომუნისტური მოძრაობის აღორძინებასთან დაკავშირებით კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ საქმიანობას. არჩეული იყო საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ტყიბულის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, ხოლო 1994 წლის 13 ნოემბრიდან 2009 წლის 13 ნოემბრამდე მუშაობდა პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად.

არის გაზეთ “საქართველოს კომუნისტის” სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საზოგადოებრივი ორ¬განიზაციის “ახალი მემარცხენეები – სახალხო–პატრიოტული მოძრაობა” გამგეობის თავმჯდომარე. ამჟამად კპკ–სკკპ საბჭოს აღმასკომის წევრი და სეკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანია.

ჰყავს ცოლი, ორი დაოჯახებული ვაჟიშვილი და ექვსი შვილიშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30