ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
# 10 გიორგი თარგამაძე - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
# 10 გიორგი თარგამაძე - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
გიორგი თარგამაძე დაიბადა 1973 წლის 22 ნოემბერს, საშუალო განათლება მე-18 სკოლაში მიიღო, სადაც რვა კლასის ჩათვლით სწავლობდა. ამის შემდეგ კი სწავლა ნიკიფორე ირბახის სახელობის პოლიგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო.

1991-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სწავლის დაწყებამდე, 1987-1991 წლებში, საყმაწვილო გადაცემა ‘’თვალსაწიერის’’ წამყვანი იყო, რამაც გავლენა მოახდინა პროფესიულ არჩევანზე.

თეორიული ცოდნის შეძენის პარალელურად პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწეოდა, 1991-1993 წლებში ტელეკომპანია "იბერვიზია"-ში იყო საინფორმაციო პროგრამა "მონიტორისა" და ანალიტიკური გადაცემა "დაიჯესტ-მონიტორი"-ს წამყვანი.

• 1993-1995 წლებში - აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

• 1995-1997 წლებში - ტელესტუდია "ბათუმი"-ს დირექტორი,

• 1997-1999 წლებშო - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პრეს-მდივანი.

საპასუხისმგებლო თანამდებობებს გიორგი პედაგოგიურ საქმიანობას უთავსებდა 1994 -1999 წლებში აჭარის ა.რ. ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, ლექტორის პოზიციაზე ჟურნალისტიკის საფუძვლებს კითხულობდა, ხოლო 2002 წლიდან იმავე სალექციო კურსს თბილისის რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვებოდა.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, 26 წლის ასაკში გიორგიმ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში. 1999 წელს იგი პარლამენტის წევრი და ფრაქცია ‘ერთიანი საქართველოს’ ხელმძღვანელი გახდა.

2003 წელს გიორგი თარგამაძე ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა. 4 წელი იგი ტელეკომპანია "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. პარალელურად იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა "დროების” ავტორი და წამყვანი.

2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა გიორგი თარგამაძე და მისი მეგობრები აიძულა დაეტოვებინათ ჟურნალისტიკის სფერო. თანამოაზრეებმა 2008 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დააარსეს პოლიტიკურ პარტია – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

გიორგი თარგამაძის ხელმძღვანელობით, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” მონაწილეობდა 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში. ახალბედა პარტიამ წარმატებას მიაღწია და საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა პოლიტიკური ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები”.

დღეისათვის “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის საკრებულოში.
2011 წლის მაისში, გიორგი თარგამაძეს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.დისერტაციის სახელწოდება - "თანამედროვე საინფორმაციო ტელეჟურნალისტიკა და სამოქალაქო საზოგადოება", რომელიც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა.

გიორგი თარგამაძის მეუღლეა თათია თოფურია, რომელიც განათლებით ხელოვნებათმცოდნეა. მათ ჰყავთ შვილები - თეკლა და მაკინე თარგამაძეები.

გიორგი თარგამაძის წინა საარჩევნო შეხვედრების განრიგი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30