ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
# 5 დავით ბაქრაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
# 5 დავით ბაქრაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
სახელი და გვარი დავით ბაქრაძე

დაბადების თარიღი: 1972 წლის 1 ივლისი;

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 2 შვილი;

ენები: ინგლისური, რუსული;

დიპლომატიური რანგი: უფროსი მრჩეველი.

განათლება:
თებერვალი, 1995 - ნოემბერი 1996: სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი;
სპეციალობა: სახელმწიფოს მართვა;
ხარისხი: სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი;
ნოემბერი, 1994 - ივნისი 1998: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკისა და რადიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა;
სპეციალობა: რადიოფიზიკა;
ხარისხი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
სექტემბერი, 1989 - ივლისი 1994: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი;
სპეციალობა: ელექტრონული ტექნიკის მასალებისა და კომპონენტების ფიზიკა და ტექნოლოგია;
ხარისხი: ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი;
სექტემბერი, 1978 - ივლისი, 1989 - N 1 საშუალო სკოლა .
სპეციალური პროფესიული განათლება:
თებერვალი, 2001 - ივლისი, 2001 - ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ოფიცრებისა და დიპლომატების მაღალი დონის სასწავლო კურსი;
ივლისი, 1998 - სექტემბერი, 1998 - ევროპული უსაფრთხოების საკითხების კვლევის ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრი (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია), თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი "21-ე საუკუნის ლიდერები";
აგვისტო, 1997 - სექტემბერი, 1997: შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი (ჟენევა, შვეიცარია), დიპლომატიური მომზადების სპეციალური კურსი.

სხვა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი კურსები:
მარტი 2007: იაპონიის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტი (ტოკიო, იაპონია), დემოკრატიული საპარლამენტო მენეჯმენტის სპეციალური კურსი;
ივლისი 2003: გალილეის კოლეჯი (ტივონი, ისრაელი), ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა სპეციალური კურსი;
ივლისი 2002: აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი (ვაშინგტონი, აშშ), აშშ-ს სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტების სპეციალური ანტიტერორისტული პროგრამა, ტერორიზმთან ბრძოლის კანონმდებლობის სემინარი;
აპრილი 2000: შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი (სტოკჰოლმი, შვედეთი), კონფლიქტების მოგვარებისა და საერთაშორისო სამართლის მაღალი დონის კურსი;
აგვისტო 1999 - სექტემბერი 1999: მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის საერთაშორისო აკადემია (ბუდაპეშტი, უნგრეთი), აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მოსამზადებელი კურსი მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ივლისი 1999: საერთაშორისო სამშვიდობო აკადემია (ბადენი, ავსტრია), სამშვიდობო ოპერაციებისა და მშვიდობის დამყარების პრობლემების კურსი;
მაისი 1999: ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი (რომი, იტალია), ნატო/ეუთოს ინტეგრირებული კურსი;
მარტი 1998: ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (ჰააგა, ჰოლანდია), სასწავლო კურსი ქიმიური იარაღის აკრძალვაში მონაწილე ეროვნული სტრუქტურების წარმომადგენელთათვის.

სამუშაო გამოცდილება:
2008 წლის 31 იანვრიდან 5 მაისამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
ივნისი, 2007 - იანვარი, 2008 წლის- სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში;
2004 - 2007 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
2004 - 2004 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
2003 - 2004 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საგარეო-პოლიტიკური უსაფრთხოებისა და კონფლიქტების პრობლემატიკის დეპარტამენტის დირექტორი;
2002 - 2003 - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი;
2000 - 2002 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1998 - 2000 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსი;
1996 - 1998 - საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2005 - ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი;
2005 - ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის წევრი;
1997 - 2002 - სახელმწიფო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის მმართველი საბჭოს წევრი;
1997 - 2002 - ევროპის სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების კავშირის (NISPA) ინდივიდუალური წევრი;
1996 - 1998 - ევროპის სახელმწიფო მმართველობის სტუდენტური ასოციაციის (NEPAS) დამფუძნებელი წევრი;

პროფესიული გამოცდილება:
• ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე;
• ევროკავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარე;
• ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს სტამბოლის სამიტი, 1999 წ.;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციისა და მოსამზადებელი ჯგუფის წევრი, ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მაასტრიხტი, 2003 წ.;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 2000-2004 წ.წ.;
• საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, 1999-2004 წ.წ.;
• საქართველოს მხარის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები მეგობრობისა და კეთილმეზობლობის "ჩარჩო" ხელშეკრულების საკითხზე, 2001-2003 წ.წ.;
• საქართველოს დელეგაციის წევრი, მოლაპარაკებები აფხაზეთი, საქართველოს კონფლიქტის მოგვარების შესახებ, 2001-2003 წ.წ.;
• საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-რუსულ-ამერიკული კონსულტაციები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის ფინანსური საკითხების შესახებ, 2000 წ.;
• საქართველოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ქართულ-გერმანული კონსულტაციები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანის პრობლემატიკის ირგვლივ, 2000 წ.;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, სამხედრო-პოლიტიკური კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, 1999 და 2000 წ.;
• საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები რუსეთის ფედერაციაში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში, ევროპარლამენტში, ლიტვაში, ესტონეთში, 2003-2007 წ.წ.;
• საქართველოს დელეგაციის წევრი, "19+1" ფორმატის კონსულტაციები ნატო-ს შეიარაღებაზე კონტროლის მაღალი დონის ჯგუფთან, 1999 და 2000 წ.;
• საქართველოს დელეგაციის წევრი, ნატო-ს ვერიფიკაციის კოორდინაციის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრები, 1998, 1999 და 2000 წ.

სპეციალური პრიზები და ჯილდოები:
18 ივლისი, 2005 - შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სპეციალური პრიზი: „საერთაშორისო ურთიერთობებში გამოვლენილი ლიდერობისათვის"
13 თებერვალი, 2000 - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 128:
"მადლობა სახელმწიფოთა შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების მომზადებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური დიპლომატიური მოღვაწეობისათვის";
11 თებერვალი, 2000 - საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება N 53/2:
"მადლობა ეუთო-ს სტამბოლის სამიტზე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ადაპტირებული ხელშეკრულებისა და რუსეთთან მოლაპარაკების წარმართვასა და ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადებაში აქტიური მონაწილეობისათვის";
7 ნოემბერი, 1996 - საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური პრიზი:
"სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის 1996 წლის საუკეთესო სტუდენტს - პრეზიდენტის პრიზი აკადემიური წარჩინებისათვის";
30 ივნისი, 1998 - ნატო-ს სამეცნიერო სტეპენდია. კვლევის თემა:
"სამშვიდობო ოპერაციების ისტორიისა და პრეცენდენტების ანალიზი და ნატო-ს სამშვიდობო ფუნქციების შესწავლა"
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30